Home ახალი ამბები მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და იქიდან ლუღლუღს არ ვაპირებ

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და იქიდან ლუღლუღს არ ვაპირებ

1994

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მისი შესაძლო ექსტრადირების საკითხზე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

სააკაშვილის აზრით, მის ექსტრადირებას სამართლებრივი პროცედურების დაცვით უკრაინის ხელისუფლება ვერ გაუძლებს და ერთადერთი შანსი მისი „მოტაცება“ და ამ გზით ქართული მხარისთვის გადაცემა რჩება.

„მართალია, მანევრები გააკეთეს, ჩვენი სამი ბიჭი მოიტაცეს და გამოყარეს სპეცრეისით, სრულიად უპრეცედენტო შემთხვევაა. აქ მუდმივ პრობლემებს ქმნიან, ეს ამათი სტილია. პრინციპში, ყველაფერზე ხელის მომწერნი, თუ ამის თავი ექნათ, უბრალოდ თავი არა აქვთ. მხდალი და შეშინებული ადამიანი საშიშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ივანიშვილთან მოლაპარაკებებით წაუცდათ ხელი, ღმერთი არ გაუწყრეთ, ჩემს მოტაცებაზე, თორემ ჩვეულებრივი პროცედურებით მე ეგენი ვერ გადმომცემენ. მომათავსონ რაღაც საპატიმროში და ექსტრადირება მოახდინონ, სისულელეა. ამას ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად ისინი ვერ გაუძლებენ. ერთადერთი გზაა, რომ მტაცონ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დამყვება და ჩამტენონ თვითმფრინავში, მაგრამ ამას მოჰყვება ჯერ ერთი უკრაინის მთავრობის და პრეზიდენტის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქისტვას საქართველოდან. მე საქართველოში არ ვაპირებ წყნარად ჯდომას საკანში და იქიდან ლუღლუღს, აქტიურად ბრძოლას ვაპირებ, თუკი ეს მოხდა და ეს ბრძოლა იქნება ოლიგარქების წინააღმდეგ. ნამდვილად არ ვაპირებ, საქართველოს ოლიგარქს ვუყურო რომელიმე საკნიდან, სარკმლიდან, ვაპირებ აქტიურად ვიბრძოლო და ამისკენაც მოვმართავთ ჩვენ ყველა მომხრეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here