Home ახალი ამბები მეცნიერები: ნარკომანია არის ავადმყოფობა, მსუბუქი ნარკოტიკიც კი ათაყვანებს

მეცნიერები: ნარკომანია არის ავადმყოფობა, მსუბუქი ნარკოტიკიც კი ათაყვანებს

3169

მეცნიერებათა აკადემია იმ შეხვედრას აფასებს, სადაც ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ინიციატორებს შეხვდნენ.

როგორც აკადემიაში ამბობენ, 12 იანვარს გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა თემაზე: „ლიბერალების „თეთრი ხმაური“ და საზოგადოების შავი პიარი”.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მწვავე დიალოგმა და აზრთა სხვადასხვაობამ ნათლად აჩვენა „თუ რა საფრთხეებს უქადის საქართველოს ნარკოპოლოტიკის აღვირახსნილი ლიბერალიზაცია“.

„ეს სხდომა ჩვენს ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ მტკივნეულ ფურცლად, სადაც ნათლად გამოიკვეთა ეროვნული სულისკვეთების, მომავალ თაობებზე მოფიქრალთა ერთი გუნდი და უპასუხიმგებლო დეპუტატთა და არასამთავრობოთა ჯგუფი, რომლებიც ქართველ ერს გენოციდისაკენ მიაქანებს.

როგორც ირკვევა, დეკრიმინალიზაცია ფრთებს ასხამს „ნარკობარიგებს“, რომლებიც უპრობლემოდ შესთავაზებენ მომხმარებელს „პროდუქტს“ თუმცა ამ პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ დეკრიმინილიზაცია სულაც არ შეეხება ნარკოტიკის გამავრცელებელს და ისინი დაისჯებიან კანონის შესაბამისად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტ-ნარკოლოგი გელა ლეჟავა ადასტურებს, რომ ინტერნეტი და მობილური ნარკოტიკების გავრცელების „შესანიშნავი“ საშუალებაა. მესიჯების მეშვეობით ნარკოტიკების გასაღების პრობლემა არა მარტო საქართველოს, სხვა ქვეყნებსაც აწუხებს, მაგრამ უცხოეთის ქვეყნებში სახელმწიფო ერევა ამ საკითხში და ასე თუ ისე, აგვარებს ამ პრობლემას.

აკადემიაში არაერთი ცნობილი ნარკოლოგი და ფსიქოლოგი იყო მოწვეული და თითქმის ყველა შეთახმდა, რომ ნარკომანია არის ავადმყოფობა და საჭიროებს მკურნალობას, რამეთუ ნარკოტიკი, გინდ მსუბუქი იყოს და გინდ მძიმე, კი არ ათავისუფლებს არამედ ათაყვანებს.

აღსანიშნავია ისიც რომ, კომისიის სხდომა დაემთხვა საქართველოს საპატრიარქოს გაცხადებას ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც ჩანს, საპატრიარქოს, კერძოდ პატრიარქის ეპისტოლეს გარკვეულ წილად ითვალისწინებს პალამენტის თავჯდომარეც, ბ-ნი ირაკლი კობახიძე, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში განსახილველად შესული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის მიღება უნდა გადაიდოს და მოხდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაცია. მსგავს გადაწვეტილებაზე შეთახმდნენ კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრებიც”, – ნათქვამია მეცნიერებათა აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1 COMMENT

  1. ამ კანონის მომხრეების შვილებმა მოიხმარეთ მშვიდობაში არ მოგაცილათ ნარკომანი თქვენს ოჯახებს რამდენი გაქვთ აღებული სხვა სალაპარაკო რომ აღარა გაქვთ თქვენი შვილების წამლის ფულად მოიხმარეთ ის ფული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here