Home ახალი ამბები მსოფლიო “მგლები უოლ-სთრიტიდან”. აშშ-ში კორპორატივზე სტრიპტიზის ჯუჯა მოცეკვავეები შეუკვეთეს

“მგლები უოლ-სთრიტიდან”. აშშ-ში კორპორატივზე სტრიპტიზის ჯუჯა მოცეკვავეები შეუკვეთეს

1159
მგლები უოლ სთრიტიდან

ამერიკის საფინანსო კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა თავიანთ ექსდამსაქმებლებს სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ მათ დისკრიმინაციული ქმედება განახორციელეს ადამიანების ჯგუფების წინააღმდეგ.

მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოფილი ბოსები კომპანიას მართავდნენ ფილმის “მგელი უოლ-სთრიტიდან” სტილში. თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელმძღვანელებმა შექმნეს მოედანი სექსუალური ძალადობისთვის. ოფისში რეგულარულად იწვევდნენ სტრიპტიზის მოცეკვავე ქალებს. ამასთანავე, უფროსებს მოსწონდათ ყველაფერი არაჩვეულებრივი. ერთხელ ამ მიზნით ჯუჯებიც მოიწვიეს.

ყოფილი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ გამოსვლებით არ მთავრდებოდა ორგიები. ბოსები ყოველნაირად ცდილობდნენ ჯუჯა ადამიანების დამცირებას.

ამას გარდა, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ხელმძღვანელები ბონუსებით ასაჩუქრებდნენ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც გამომწვევი ტანსაცმლით იმოსებოდნენ და სხეულის ფორმების დემონსტრაციას საგანგებოდ ახდენდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here