Home ახალი ამბები მსოფლიო მარინა კალიურანდი: არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე _ მნიშვნელოვანია გააზრება და...

მარინა კალიურანდი: არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე _ მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების მოთოკვა, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ “კის” 2024 წელს

106
მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის წარდგენისასკისვერ მიიღებს.

EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: “საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი?” სიტყვით გამოსვლისას მარინა კალიურანდმა განმარტა, ევროკავშირში ინტეგრაცია არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას და ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა. მისივე თქმით, გაფართოების საკითხზე ევროკავშირში არ არსებობს კონსენსუსი და საქართველოს გაწევრება ვერ იქნება რეალისტური ახლო მომავალში.

“ყველა ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ქართველებს აქვთ უფლება, განაცხადი შეიტანონ ორგანიზაციაში, რომელსაც სურთ, რომ ეკუთვნოდნენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აზრს ეკითხებოდე სხვადასხვა ქვეყანას, პოლიტიკურ ჯგუფს, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა. ვიტყვი ძალიან ღიად და გულწრფელად _ არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროკავშირში. ეს არის რეალობა, ამიტომაც არ გავამახვილებ ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხზე. რადგან, როგორც ვთქვი, ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ამის ნაცვლად, გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება უფრო ახლო თანამშრომლობაზე სექტორულ რეფორმებში. აქვე მინდა მივულოცო საქართველოს _ თქვენი მიდგომა, რომ შექმნათ ახალი პროგრამები და სტრატეგიები ევროკავშირთან, შესანიშნავია. იქნება ეს ციფრული განვითარება, მწვანე ენერგიის საკითხები, კლიმატური ცვლილებები თუ სხვა. ევროკავშირთან მოკავშირეობა მნიშვნელოვანია და თქვენ ამას აკეთებთ. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ “კის” 2024 წელს. უკეთესია, იკლოს მოლოდინებმა და ახსნათ რეალობა. გეტყვით, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2004 წელს გაფართოების გადაწყვეტილება შეცდომა იყო”, _ აღნიშნა მან კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ განიხილავს ევროპარლამენტი საქართველოს მომავალ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და დაუჭერს თუ არა მისი ჯგუფი _ “სოციალისტ-დემოკრატები” _ მხარს ამ განაცხადს.

ipn.ge

1 COMMENT

  1. 30 წელია ასე აბუჩად იგდებენ ქვეყანას თანაც ვინ ვიზედაც უკეთესად ვცხოვრობდით კმარა ლგბტ და შარვალ ჩახდილი კაბა ახდილი უნამუსო“ათასჯერ“ ნათრევი კაცუნებისა და ქალუნების პარადი დროა საქართველომ იქუხოს ამისათვის ერი მზადაა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here