Home ახალი ამბები მსოფლიო მარია ზახაროვამ ემანუელ მაკრონის განცხადება ბელარუსი დემონსტრანტების მხარდაჭერის შესახებ “თვალთმაქცობად” შეაფასა

მარია ზახაროვამ ემანუელ მაკრონის განცხადება ბელარუსი დემონსტრანტების მხარდაჭერის შესახებ “თვალთმაქცობად” შეაფასა

3620
მარია ზახაროვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მხარდაჭერისკენ უნდა მოუწოდოს და არა ბელარუსი დემონსტრანტების მხარდაჭრისკენ, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

“როდის მოუწოდებს ის ევროკავშირს ასიათასობით “ყვითელჟილეტიანი” დემონსტრანტის მხარდაჭერისკენ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის? როდის დაიწყებს ევროკავშირი საკუთარ ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერას?”_ წერს ზახაროვა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”. მისი აზრით, ემანუელ მაკრონის მოწოდება თვალთმაქცობაა.

საფრანგეთის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მობილიზება ბელარუსის ათასობით მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ საკუთარი უფლებების, თავისუფლებებისა და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის”.

1 COMMENT

  1. დამპალი ევროპა, და განსაკუთრებით საფრანგეთი, დაინახა რა გასაჭირში ჩავარდნილი ბელარუსი მაშინვე დახმარების ნაცვლად წიხლი დააჭირა, მათგან აბა სხვას რასუნდა ელოდე,ისე საფრანგეთის პრეზიდენტს ვურჩევ ,,ვითელჟილეტიანებს” დაეხმაროს რომ მალე ჩამოაგდონ პოსტიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here