Home ახალი ამბები საქართველო მართლაც არავის უყვარს ქვეშაფსია და წაწოლილი ელემენტები

მართლაც არავის უყვარს ქვეშაფსია და წაწოლილი ელემენტები

1717
მიხეილ სააკაშვილი-ბერნარდ კუშნერი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ იმდენი ტყუილი დაახეთქა, ეიფელის კოშკის გამყიდველ და განგსტერ ალ კაპონეს მომტყუებელ ავსტრიელ თაღლით ვიქტორ ლუსტიკსაც კი შეშურდებოდა.

10 ივლისს სააკაშვილმა მისი საყვარელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა (სტილი დაცულია): ვაღიზიანებდი თავის დროზე პრეზიდენტ ბუშს. ხმას ავუწიე და ვუყვირე, როდესაც ტანკებით მოდიოდნენ რუსებიჩემი სამშობლო იყო სასიკვდილო საფრთხის ქვეშ და გაჭრა ამან. ხანდახან ესაც არის საჭირო. საჭიროა, შეუტიო, შეახსენო, კარები აუტალახო ბოლომდე. თუ საჭიროა, ნამუსზე ააგდო. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მქონდა სარკოზისთან. სარკოზი მრავალი საათი მარწმუნებდა, რომ მომეწერა ხელი კაპიტულაციაზე, ყვიროდა, დახტოდა, მოწმეები იყვნენ ამის, ვინც ესწრებოდა ამ ამბებს. მე ვუთხარი, რომ არა! ჩემი სამშობლოს კაპიტულაციაზე ხელს არ მოვაწერმეთქი. ეს რომ გავაკეთე, ამის შემდეგ უკვე სარკოზიმ დამპატიჟა ოფიციალური ვიზიტით, დიდი პატივით მიმიღო, იმიტომ, რომ არავის არ უყვარს ქვეშაფსიები და წაწოლილი ელემენტები”.

მიხეილ სააკაშვილი გორში
მიხეილ სააკაშვილი გორში

უყვირებდა, აბა, რა, მიშა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც თავზე ვაზელინწასმული დახვდა, როცა თბილისში ჩამოვიდა; არც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დატუქსვას მოერიდებოდა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის _ ბერნარ კუშნერისა და უამრავი ჟურნალისტის წინაშე მართლა ქვეშაფსიასავით ხოხავდა მიწაზე თვითმფრინავის ხმისგან შეშინებული. აი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს კი, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე ჯერ “ბე-ბე-ბე-ბე”-თი მიმართა, შემდეგ კი საჯაროდ უწოდა “კორუფცირებული გუბერნატორი” და დედაც შეაგინა (ამ ინციდენტის სტენოგრაფიულ ჩანაწერში პრეზიდენტი პოროშენკო მოუწოდებს ავაკოვს, დედას ნუ აგინებო), ვერაფერი დააკლო.

ასეა, “უშიში, ვითარცა უხორცო” სააკაშვილი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტს უყვირის და თავის ჭკუაზე ატარებს, მაგრამ ვერაფერს უბედავს მხოლოდ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის ძალისხმევითაც ოდესის ოლქის გუბერნატორობას ჩამოაშორეს.

ისე, მართლა არავის უყვარს ქვეშაფსია და წაწოლილი ელემენტები… ნაცების გარდა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here