Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): სოდისა და კუდის ყოფილი თანამშრომლები დღეს ეკლესიებს წყალს უკეტავენ

მამა გიორგი (რაზმაძე): სოდისა და კუდის ყოფილი თანამშრომლები დღეს ეკლესიებს წყალს უკეტავენ

“ხვალ-ზეგ ეს ხალხი, თუ დასცალდათ და მიეცათ საშუალება, ეკლესიის კარსაც აგვიჭედავს”

4622
მამა გიორგი (რაზმაძე)

რამდენიმე დღის წინათ საქართველოში მოქმედმა ერთერთმა დიდმა კომპანიამ _ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ”-მა, რომელიც წყალმომარაგების ბაზარზე სრულ მონოპოლიას ფლობს, რამდენიმე დღის წინათ წყლის მიწოდება შეუწყვიტა ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარს. მილის გადასაკეტად ადგილზე კომპანიის დაახლოებით თხუთმეტამდე თანამშრომელი მივიდა, რასაც მოგვიანებით მრევლის გაღიზიანება და მცირე ინცინდენტიც მოჰყვა.

როგორც ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე) გვიამბო, კომპანიის თანამშრომლებმა ის სიტყვიერად შეურაცხყვეს. თვით კომპანიას კი მომხდარზე განმარტება არ გაუკეთებია, მაგრამ ცნობილია, რომ უკმაყოფილების მიზეზი კომპანიის მიერ ეკლესიებისთვის ისეთივე მაღალი (არასაყოფაცხოვრებო) ტარიფის დაწესება შეიქნა, როგორიც რესტორნების, სასტუმროებისა და სხვა მსგავსი ობიექტებისთვისაა დადგენილი. რატომ უწესებს ქვეყანაში მოქმედი მონოპოლისტური კომპანია ეკლესიამონასტრებს ინდმეწარმის ტარიფს და რა პოზიცია უკავია ამ საკითხზე ხელისუფლებას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე უფრო დეტალურად ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) გვესაუბრება.

_ მამაო, კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ”-მა რამდენიმე დღის წინათ ტაძარს წყლის მიწოდება შეუწყვიტა, რასაც, ბუნებრივია, თქვენსა და მათს შორის მცირე ინციდენტიც მოჰყვა. როგორც ვიცი, ადგილზე კომპანიის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელი იმყოფებოდა. რა მიზეზით შეუწყვიტეს წყლის მიწოდება ტაძარს?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს კომპანია თავიდანვე ნაციონალებს ეკუთვნოდა და მათი ფინანსური რესურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ სრული მონოპოლია და, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ძლიერდებოდა, ეს მონოპოლია შეინარჩუნეს. მერე სააკაშვილმა კომპანია გაყიდა. ახალი მფლობელები რუსები იყვნენ. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდზე, როცა ქვეყანაში გაშმაგებული ანტირუსული პროპაგანდა მძვინვარებდა, თუმცა მაშინ ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ და გასაგებია რატომაც…

_ რატომ?

_ “ნაცმოძრაობა” სხვას აბრალებდა რუსების აგენტობას და ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი დიდი კომპანია რუსებს მიჰყიდეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მომგებიანად არ მიაჩნდათ…

_ მას შემდეგ, რაც კომპანია რუსებმა შეიძინეს, რა შეიცვალა?

_ მომხმარებლებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში ეკლესია-მონასტრები წყლის გადასახადს არ იხდიდნენ. რაც შეეხება ტარიფების დაწესებასა და დაბეგვრას, მას შემდეგ, რაც კომპანია “საქართველოს ბანკმა” შეიძინა და ეს არც ისე დიდი ხნის წინათ მოხდა, თარიღი ზუსტად არ ვიცი, დაიწყო ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ყველა მონასტერს, ყველა ტაძარს დაუყენეს ინდივიდუალური მრიცხველი, მაგრამ ეს არაფერი. აღმოჩნდა, რომ გადასახადს ვიხდიდით არა ჩვეულებრივი ტარიფით, როგორც ნებისმიერი მომხმარებელი, არამედ, როგორც ინდმეწარმე, ანუ, როგორც რესტორნები, სასტუმროები, კაფე-ბარები და ა.შ.

_ რის საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ ასეთი ტარიფი უნდა დაეწესებინათ? რა გითხრეს, როცა ჰკითხეთ?

_ მე, როგორც სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, უკიდურესად გამაღიზიანა ამ ფაქტმა, მაგრამ პასუხი და განმარტებები არაფერზე მოგვისმენია. ასე გადაწყვიტეს და მორჩა. რატომ და რის გამო, ალბათ, ყველასთვის გასაგებია _ უბრალოდ, ეკლესიის მტრები არიან. უშუალოდ ინციდენტს რაც შეეხება, დაახლოებით თვე-ნახევრის წინათ კომპანიის თანამშრომლები ღამით მივიდნენ ზაჰესში მდებარე პანტანასას დედათა მონასტერში და მრიცხველი დააყენეს. ერთი თვის შემდეგ მოვიდა გადასახადი. იცით, რამდენი იყო?

_ რამდენი?

_ ჯერ ტარიფი იყო არანორმალურად მაღალი, როგორც რესტორნებისა და სასტუმროების, და ზედ კიდევ 680 ლარი დამატებული. ბუნებრივია, მაშინვე დავრეკეთ კომპანიაში და ვიკითხეთ, რატომ უნდა გადაგვეხადა ამხელა თანხა. პასუხი იყო კატეგორიული: ასეა და იმიტომ! ან გადაიხდით ან გაგეთიშებათო…

_ გადაიხადეთ?

_ არა, რა თქმა უნდა! 680 ლარის წყალს თვეში კი არა, ალბათ, წელიწადში ვერ დავხარჯავთ. მერე დავრეკეთ სემეკში და საქმეში გარკვევა ვთხოვეთ. რამდენიმე დღის შემდეგ მოგვიბოდიშეს, ადამიანური შეცდომა ყოფილაო. რას ნიშნავდა ეს ადამიანური შეცდომა, არ ვიცი. რომ არ დაგვერეკა და აგვეტეხა ერთი ამბავი, რისთვის გვახდევინებდნენ ამხელა თანხას?!

ახლა რა მოხდა ტაძარში და რატომ ჩაგვიჭრეს წყალი მას შემდეგ, რაც მონასტერში ასეთი ვითომ გაუგებრობა მოხდა და კოლოსალურ თანხას გვახდევინებდნენ წყალში. ბუნებრივია, მათ არ ვენდობით, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ დაგვიყენებენ მრიცხველს და ერთ დღესაც, ვთქვათ, 2000 ლარი არ მოგვივა გადასახადი. მერე ჩვენ უნდა ვრეკოთ და ვისმინოთ მათი ცინიკური პასუხები. მოკლედ, რამდენიმე დღის წინათ მოხდა ასეთი რამ: მოვიდა კომპანიის დაახლოებით 20-30 თანამშრომელი, რომელთა შორის ერთ-ერთი მათი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყო და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წყალი გადაგვიკეტეს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ადამიანები აგრესიულებიც იყვნენ და გამაღიზიანებლად იქცეოდნენ.

_ რაში გამოიხატებოდა ეს ყვლაფერი?

_ როდესაც მათ ვუთხარი, რომ სამარცხვინოდ იქცეოდნენ და ასეთი რამ არ უნდა ეკადრათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. არც მინდა ახლა იმ სიტყვების გამეორება. სხვათა შორის, მერე გლდანის გამგეობიდან დამირეკეს, თუ ზუსტად მახსოვს, თვითონ გამგებელი იყო და მომიბოდიშა, იმ გადასახადსაც მე გადავიხდიო. ვუთხარი, გადახდა რად მინდა, გამაგებინეთ ეკლესიას რესტორანივით და კაფე-ბარებივით რატომ ბეგრავენ-მეთქი, მაგრამ ვინ რა პასუხს გაგცემს. პასუხი ერთია _ ორგანულად ვერ იტანენ ეკლესიას. რაც შეეხება ისევ იმ კომპანიას, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის კომპანია, რომლისგანაც ნაცები დღემდე იღებენ უზარმაზარ შემოსავალს და ამ კომპანიაში მომუშავეთა ნაწილი სოდისა და კუდის ყოფილი თანამშრომლები არიან. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხს აწამებდნენ, კლავდნენ, იტაცებდნენ და საშინელებებს უკეთებდნენ. ვიმეორებ, მცირე ნაწილი თანამშრომლებისა, შეიძლება, იქ ნორმალური ხალხია, მაგრამ უმრავლესობა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისდროინდელი კრიმინალები არიან. აი, ეს არის ახსნაც და მიზეზიც ამ ყველაფრის. ისინი შინაგანად ვერ იტანენ ეკლესიას, ამიტომ ცდილობენ, ყველგან და ყველანაირად, სადაც ამის საშუალება ექნებათ, მაქსიმალურად შეგვავიწროვონ.

_ ხელისუფლების პოზიციაც საინტერესოა ამ საკითხზე. რომელიმე სახელმწიფო უწყებას თუ მიმართეთ?

_ ცხადია. ამას წინათ თბილისის მერიას მივმართეთ წერილობით. გვიპასუხეს: კერძო კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევაო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, სხვა პასუხს არც ველოდი. რადგან ხელისუფლებაში სხედან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეკლესია და სამღვდელოება საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მომხრენი არიან მეჩეთების მშენებლობის, გეიაღლუმების, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების, სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების შეტანის, მიწის უცხოელებზე გასხვისების, უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დარიგების, “ბავშვის უფლებათა კოდექსისდა .. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მათ ხელში ყველაზე ამაზრზენი რამეც არ უნდა გაგვიკვირდეს. წარმოიდგინეთ, ეკლესიამონასტრები ბიზნესადაა გამოცხადებული და წყალზე არანორმალურ, არაადეკვატურ ტარიფებს გვიწესებენ. ხვალზეგ ალბათ, მოგვადგებიან და გვეტყვიან, რომ ტაძრებში ფინანსური სამსახურიც უნდა შემოვიდესო.

 _ დასაწყისში თქვით, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” “საქართველოს ბანკმაშეიძინა, ეკლესიამონასტრებში ეტაპობრივი გამრიცხველიანება დაიწყო. სხვა ეკლესიებში რა მდგომარეობაა, იქ თუ იყო ინციდენტები და საერთოდ, რა პოზიცია უკავია ამ საკითხის მიმართ სამღვდელოებას?

_ ჭეშმარიტი სამღვდელოება, რომელიც სიმართლეს არ გაურბის და ნებისმიერ ფასად ამხელს ხოლმე ეკლესიის მტრებს, ყოველთვის უკომპრომისოა. საბედნიეროდ, ჩვენი ეკლესიის წიაღში უამრავია ასეთი სასულიერო პირი. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, არ ვიცი, სხვა ტაძრებში თუ იყო “ადამიანური გაუგებრობები” კომპანიის მხრიდან, მაგრამ ფაქტია: მტრული და ცინიკური დამოკიდებულება სამღვდელოებისადმი ყოველთვის და ყველა შემთხვევაში ერთნაირად იგრძნობა. კიდევ ვიმეორებ: ეს არის კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია სოდისა და კუდის ყოფილი თანამშრომლებით; და ეს ხალხი ყველაფრისთვის მზად არის. ისინი არიან ცივსისხლიანი შემსრულებლები, უბრძანებენ _ არავის და არაფერს დაინდობენ. სხვათა შორის, მათი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ადრე კუდში მუშაობდა და რაღაც დანაშაულები გამოუჩხრიკეს, დღეს ციხეში ზის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრია იქ დასაჭერი…

_ თუმცა მათ, ალბათ, არავინ დაიჭერს. ისე, როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს დღეს ეკლესიას ასეთ მტრულ ძალებთან დასაპირისპირებლად? რის გაკეთება შეგიძლიათ თუნდაც თქვენ?

_ ვერც მე და ვერც სხვა ვინმე, ცალკე აღებული, ვერაფერს შევცვლით, სანამ ქვეყანა თავიდან ბოლომდე მოღალატეების, გამყიდველების, უსინდისოების, უზნეოებისა და უღმერთოების ხელშია. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია _ პოლიტიკური სისტემა ყარს და, სანამ ამ სისტემასნაცქოცებიაბინძურებენ, ძალიან რთულია რამის გაკეთებაზე ან შეცვლაზე საუბარი. კიდევ ვიმეორებ და ამას ამდენჯერ იმიტომ ვიმეორებ, რომ მინდა, ყველამ იცოდეს: სოდისა და კუდის ყოფილი თანამშრომლები დღეს ეკლესიებს წყალს უკეტავენ. ხვალ-ზეგ ეს ხალხი, თუ დასცალდათ და მიეცათ საშუალება, ეკლესიის კარსაც აგვიჭედავს. ეს არის მათი შინაგანი “მრწამსი” და მოწოდება, რომლისთვისაც საქართველოს მტრები, “დემოკრატიული დასავლეთის” სახით, მუდმივად ატივტივებენ პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. საკითხზე კომენტარისთვის დავუკავშირდითჯორჯიან უოთერ ფაუერს”, საიდანაც გადაგვამისამართეს გლდანინაძალადევის ფილიალში, ფილიალში დაგველაპარაკა მათი წარმომადგენელი ვინმე გიორგი ტაბაღუა.

ბატონმა ტაბაღუამ დაადასტურა, რომ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიას მართლაც შეუწყვიტეს წყლის მიწოდება, ოღონდ მხოლოდ მრიცხველის დაყენების პროცესში.

რაც შეეხება მრიცხველის დაყენებისას მომხდარ ინციდენტს, ტაბაღუამ ამის შესახებ არაფერი იცის. მან ვერც წყლის ტარიფის თაობაზე გაგვცა ზუსტი პასუხი. გვითხრა, რომ, ალბათ, ეკლესიებიც .. საყოფაცხოვრებო ტარიფით იხდიან წყლის გადასახადს.

ბატონმა ტაბაღუამ ვერც სხვა კითხვებზე ვერ გაგვცა პასუხი, რადგან, მისი თქმით, ინფორმაცია არ ჰქონდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here