Home ახალი ამბები მსოფლიო მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1444

მალდივის კუნძულების მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 15 დღის განმავლობაში გასტანს. 

BBC-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა ძალოვნებს პოლიტიკური კრიზისის დროს, კუნძულოვან ქვეყანაში ეჭვმიტანილების დაკავების დამატებით უფლებამოსილებას აძლევს.

მალდივის კუნძულებზე პოლიტიკური ქაოსი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა ბრძანება დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ ასევე მოითხოვა თვითგამოცხადებული ყოფილი პრეზიდენტის მუჰამედი ნაშიდის გათავისუფლებაც.

გუშინ, კუნძულებზე დისლოცირებულ სამხედროებს ქვეყნის დედაქალაქ მალეში დაბრუნება უბრძანეს.

1 COMMENT

  1. ე, რა ხდება ხალხოო…
    მიშმაკ I-მა, გრძელმა მიხომ ერთხელ ამოილუღლუღა: “მალდივის კუნძულებზე დასვენებას, უკრაინაში დახრუკვა მირჩევნიაო” და მალდივებზეცვ უკრაინული ქაოსი “განავრცო”… აბა, ეს ყოფილა, აიიიი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here