Home ახალი ამბები მსოფლიო ლუკაშენკო _ პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე: “ვერ მოესწრებით!”

ლუკაშენკო _ პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე: “ვერ მოესწრებით!”

1998
ლუკაშენკო _ პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე: “ვერ მოესწრებით!”

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 30 ოქტომბერს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს, თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის დასრულებას.

“პრეზიდენტი არასოდეს გაქცეულა და არც აპირებს გაქცევას”, _ თქვა მან და კომენტარი გააკეთა პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე.

“ვერ მოესწრებით! ეს არ ნიშნავს, რომ თითების გალურჯებამდე ჩავეჭიდები ამ სავარძელს. არა! პოლიტიკა ეს მხოლოდ პრეზიდენტი არ არის. ჩვენ, ადრე თუ გვიან, დავტოვებთ თანამდებობებს, მაგრამ ის უნდა შევინარჩუნოთ, რასაც ვუფრთხილდებოდით. როცა პენსიაზე ვიქნებით, ჩვენ მაინც მოვემსახურებით ამ სახელმწიფოსა და ხალხს. და, თუ ახალი პრეზიდენტი, გენერლები, ჩვენ შემდეგ მოსულები, მოისურვებენ რჩევის მიცემასა და დახმარებას, ჩვენ მათ დავეხმარებით. აი ეს არის სულ ჩემი პოლიტიკა”, _ განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში, უკვე მესამე თვეა, გრძელდება საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გაიმარჯვა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ოპოზიციის ლიდერები კი თავიანთ მომხრეებს მოუწოდებენ, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და მოითხოვენ ლუკაშენკოს გადადგომას.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here