Home ახალი ამბები მსოფლიო ლიტვაში ემიგრაციამ კვლავ გაუსწრო იმიგრაციას

ლიტვაში ემიგრაციამ კვლავ გაუსწრო იმიგრაციას

1869
ემიგრაცია

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ერთი დადებითი მაგალითი ტენდენციას არ ნიშნავს. ასე შეიძლება განვაზოგადოთ მიგრაციის სტატისტიკა ლიტვაში. გასულ კვირას გაასაჯაროეს ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს უახლესი მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომლებშიც წარმოდგენილია ემიგრაციაიმიგრაციის შეფარდებითი მონაცემები.

ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ 2017 წლის დეკემბერში ლიტვიდან გავიდა 2835 მოქალაქე, ლიტვაში ჩავიდა _ 3071, მაგრამ 2018 წლის თებერვალში უფრო მეტმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

ამ რეალობას ყურადღება მიაქცია ფინანსების ვიცემინისტრმა მიგლე ტუსკენემ. 2018 წლის იანვარში ლიტვიდან ემიგრირებული იყო 4 458 მოქალაქე, თებერვალში _ 3 018. იმიგრაციის მაჩვენებელი 3 307 და 2 598 იყო. ფინანსთა მინისტრმა ვილიუს შაპოკამ თქვა, რომ ემიგრაცია საინტერესო პროცესია.

“ტენდენციის შეცვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ჯერ ერთი, ჩვენი ეკონომიკა ტრანსფორმირებული უნდა იყოს მეტი მშპ-ს შესაქმნელად. მეორე, თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი სიტუაციები, რომლებიც 10 წლის წინათ გვქონდა, როცა ფისკალურ პოლიტიკას ყურადღებას არ აქცევდნენ. მესამე, ჩვენ სტრუქტურული რეფორმები უნდა განვახორციელოთ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში”, _ თქვა მან. შაპოკას აზრით, ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ, დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შვილების აღზრდა ლიტვაშიც შეუძლიათ და მაშინ ქვეყნიდან წასვლაზე არც იფიქრებენ, პირიქით, წასულები დაბრუნდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here