Home ახალი ამბები მსოფლიო კოვიდ-19 გამოუცხადებელი ბიოლოგიური ომია და არა პანდემია

კოვიდ-19 გამოუცხადებელი ბიოლოგიური ომია და არა პანდემია

139

ერთერთი მიზეზი, რომლის გამოც ბიოლოგიური ომის თემამ წინა პლანზე წამოიწია რამდენიმე მედიასაშუალებაში, არის ინფორმაცია, რომელიც რუსეთმა მოიპოვა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას.

ოპერაციის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მუშაობდა, სულ ცოტა, 15 ბიოლაბორატორია, რომლებსაც აშშ აკონტროლებდა. შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი ლაბორატორიების რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია. ეს ლაბორატორიები მუშაობდნენ აშშ-ის სამხედრო უწყების ინტერესების შესაბამისად და ბიოლოგიური იარაღი მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

1972 წელს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა, ხელი მოაწერა კონვენციას ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის დამზადება-დაგროვების აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ. ამ შეთანხმების შესრულების გაკონტროლებაში ვაშინგტონი უცნაურ პასიურობას იჩენდა. 2011 წელს მან ჩაშალა ხელმოწერა ოქმისა, რომელიც ითვალისწინებდა ორმხრივი შემოწმების მექანიზმს, რადგან თავის ტერიტორიაზე ქმნიდა საიდუმლო რეჟიმით მომუშავე ბიოლაბორატორიებს.

ბოლო 20 წელიწადია, მსოფლიოში ძალიან ცუდი ვითარებაა: არ არსებობს ამერიკული ბიოლოგიური პროგრამების შემოწმების არანაირი მექანიზმი. უფრო მეტიც, ვაშინგტონმა დააჩქარა ბიოლაბორატორიების შექმნა აშშის საზღვრებს გარეთ _ ბოლო 20 წელიწადში 336 ლაბორატორია შექმნა მსოფლიოს 30 ქვეყანაში. მათგან ბევრი რუსეთის საზღვრებთან ახლოსაა.

ამჟამად თემა “პანდემია” მეორე და მეათე პლანზეც კი გადავიდა, მაგრამ ეს და ბიოლოგიური ომის თემები უნდა გაერთიანდეს. ისინი ერთმანეთს ავსებს.

“პანდემიის” პირველ წელს ბევრი იყო კოვიდის ბუნებრივი წარმოშობის ვერსია, _ პათოგენი ცოვიდ-19 ბუნებაში თვითონ გაჩნდაო, მაგრამ თანდათან შეგროვდა ფაქტები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ამ ვერსიას.

მეორე ვერსიით, კოვიდი შექმნეს ჩინურ ქალაქ უჰანის ბიოლაბორატორიაში და შემთხვევით (უფრო ზუსტად, ვიღაცის გაუფრთხილებლობით) გავრცელდა. თავდაპირველად დაიწყო ამ დიდი ქალაქის (11 მლნ) მცხოვრებთა დასნებოვნება, შემდეგ გავრცელდა ჩინეთის სხვა ქალაქებში და ბოლოს _ მსოფლიოში. ვაშინგტონი ამ ვერსიას იზიარებდა, ამან შესაძლებლობა მისცა, პეკინი ყველა მძიმე ცოდვაში დაედანაშაულებინა და მისგან ასტრონომიული კომპენსაციაც კი მოეთხოვა პანდემიით გამოწვეული ზარალისთვის.

მაგრამ “უჰანის ვერსია” დამაჯერებელი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გაჩნდა ვირუსი, ის გარკვეულ პერიოდში თანაბრად უნდა გავრცელებულიყო და ერთნაირად უნდა დაეინფიცირებინა ადამიანები ჩინეთშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც, მაგრამ კოვიდის სტატისტიკა, რომელსაც ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა დაწესებულებები აწარმოებენ, უცნაურ სურათს აჩვენებს. დიახ, შეიძლება იყოს და არის კიდეც განსხვავება, მაგრამ, როცა კოვიდით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები ქვეყნებში (1 მლნ მოსახლეზე გათვლით) 10-ჯერ და 100-ჯერ განსხვავდება, დამაფიქრებელია.

ლუგარის სახელობის ამერიკული ბიოლაბორატორია თბილისში

ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე ჩვეულებრივ ამბობენ: ისინი უნდა დაიხუროს, რადგან შეიძლება გამოიყენონ ბიოლოგიური ომის საწარმოებლად, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ კოვიდსტატისტიკის უცნაურობებზე, სხვანაირად ლაპარაკობენ: ამერიკული ბიოლაბორატორიები უნდა დაიხუროს, იმიტომ, რომ ისინი უკვე აწარმოებენ ბიოლოგიურ ომს კაცობრიობის წინააღმდეგ და ამ ომის იარაღი არის Covid-19. ასეთი “არასტანდარტული” ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ პათოგენს “დამიზნებით” იყენებენ (მიზანი შეიძლება იყოს ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან ერთი ქვეყნის მოსახლეობა).

ასეთი “არასტანდარტული” ექსპერტების წარმომადგენელია რონ უნზი (Ron Unz). უკრაინულ-ებრაული ოჯახის წარმომადგენელი, მილიარდერი. დაკავებული იყო ბიზნესით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში კაჟის ველზე. არის კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, 2007-2013 წლებში იყო The American Conservative-ს გამომცემელი, რომელშიც უნზი აკუმულირებდა ამერიკის ოფიციალური თვალსაზრისის ალტერნატიულ თვალსაზრისს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 2020 წლიდან მისი წერილების მთავარი თემა იყო “პანდემია”. ამ თემაზე უნზის თვალსაზრისი ისე განსხვავებულია ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციისგან, რომ The Unz Review-ის ბევრი მასალა იბლოკება. 2021 წელს კი მან გამოსცა წიგნი “ჩვენი კატასტროფა Covid-19” (Our Covid-19 Catastrophe).

რონ უნზი უარყოფს პათოგენის ბუნებრივ წარმოშობას.

იმ ვერსიაში, რომელსაც ვაშინგტონი იზიარებს, ვირუსის წარმოშობის ისტორია ასეთია: ვირუსმა გამოჟონა უჰანის ლაბორატორიიდან და დაასნეულა ადამიანები იმავე უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში. ეს, ერთი შეხედვით, სიმართლესთან ახლოსაა, მაგრამ უნზი აზუსტებს: ლაბორატორიიდან ბაზრამდე 20 კმ-ია. ლაბორატორიის გარშემო მსხვერპლი რატომღაც არ ყოფილა. საერთოდ კი, უნზს არ სჯერა, რომ პათოგენი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

რონ უნზი ყველას შეახსენებს, რომ 2019 წლის ოქტომბერში მსოფლიო სამხედრო თამაშების ჩარჩოებში უჰანში იმყოფებოდა 300-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ეს ისტორია დაწვრილებით არის აღწერილი უნზის სტატიაშიბიოიარაღი Covid: დამზადებულია აშშში, დამიზნებულია ჩინეთზე” (The Covid Bio Weapon: Made in the USA, Aided at China). USA, Aided at China).

რონ უნზი წერს: ეს ვიზიტი (ამერიკელი სამხედროების ჩასვლა უჰანში) იდიალური საფარველი იქნებოდა ამერიკისთვის, რათა ორი ოპერატიული მუშაკი ჩაესვათ ჯგუფში და მათ ვირუსი ქალაქში გაევრცელებინათ. ათასობი უცხოელ სამხედრო მოსამსახურეს შორის, რომლებიც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ, ვირუსის გამავრცელებელთა აღმოჩენის რისკი მინიმალურია”. უნზი გაოცებულია, რატომ არ მიაპყრეს ამას ყურადღება გამოძიებისას, რომელიც ტარდებოდა როგორც ვაშინგტონის, ისე გაეროს ხაზით.

და ის სვამს კითხვას: “რას იფიქრებდნენ ამერიკელები, თუკი 300 ჩინელი ოფიცერი საკმაო ხნით ჩავიდოდა ჩიკაგოში და მათი წასვლისთანავე ამ ქალაქში იფეთქებდა უცნობი ვირუსული ეპიდემია?”

რონ უნზი

რონ უნზს თანდათან მიჰყავს მკითხველი კოვიდის წარმოშობის მესამე ვერსიამდე: სახელდობრ, აშშ-მა ჩაატარა უჰანში ტერორისტული ოპერაცია ახალი პათოგენით მოსახლეობის დასაინფიცირებლად. სხვათა შორის, უნზი გაკვირვებული იყო უჰანის ლაბორატორიის სტატუსის შესახებ ზოგიერთი ამერიკელი მოხელის დაბალი ცოდნით. ისინი, როდესაც პეკინს პათოგენის გაჟონვაში ადანაშაულებდნენ, ლაბორატორიას “ჩინურს” უწოდებდნენ. სინამდვილეში ლაბორატორია ფრანგულჩინურია. ლაბორატორია ფრანგებმა ააშენეს და აღჭურვეს ფრანგული მოწყობილობებით. ის ექსპლუატაციაშია 2015 წლიდან. ეს არის ქვეყანაში პირველი ლაბორატორია დაცვის უმაღლესი ხარისხით _ P4-ით. და ჩინეთს უკვე შეეძლო მუშაობა სახიფათო პათოგენებზე. ამ ლაბორატორიას საფრანგეთისა და ჩინეთის ერთობლივ პროექტებზე უნდა ემუშავა.

მალე ფრანგების ნაცვლად მოვიდნენ ამერიკელები. ისეთი სერიოზული ორგანიზაციის სახით, როგორიც არის DARPA_ პერსპექტიული კვლევითი პროექტების სააგენტო (Defense Advenced Research Projects Agency), აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, აგრეთვე, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტები (NIH), რომლებიც შედიან აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში და მჭიდროდ თანამშრომლობენ პენტაგონთან. ეს ორგანიზაციები ურთიერთქმედებდნენ უჰანის ლაბორატორიასთან შუამავლის მეშვეობით _ ეს იყო არაკომერციული ორგანიზაცია ï EcoHealth Alliance (EHA).  მისი ოფიციალური გაცხადებული მისია ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს დაცვაა ინფექციური დაავადებებისაგან, ხელმძღვანელია პიტერ დაშაკი. DARPA და NIH დამკვეთები არიან, EHA კი ფულს გადასცემდა უჰანის ლაბორატორიას. დღეს ცნობილია, რომ EHA მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან და ასრულებდა ისეთ ამოცანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა კანონს ბიოლოგიური იარაღისა და ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, აგრეთვე, 1989 წელს მიღებულ კონვენციას ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვაზე.

უნზი ვარაუდობს, რომ პათოგენი შეტანილი იყო ფორტდეტრიკის (მერილენდის შტატი, აშშ) ლაბორატორიიდან და დროებით გადაცემული იყო უჰანის ლაბორატორიისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი უნზის ნაშრომებიდან: თუ პირველი წერტილოვანი დარტყმა ამერიკელებმა განახორციელეს ჩინეთის უჰანზე, მეორე იყო ირანზე რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა აღირიცხა კოვიდით პირველი სასიკვდილო შემთხვევა უჰანში.

უნზი წერს: თებერვლის ბოლოს გლობალური აფეთქების გლობალურ ეპიცენტრად ირანი იქცა. კიდევ უფრო განსაცვიფრებელია ის, რომ განსაკუთრებით ძლიერად დაზარალდა მისი პოლიტიკური ელიტა. მალე დაინფიცირდა ირანის პარლამენტართა 10%, ირანის ოფიციალური პირებიდან და პოლიტიკოსებიდან, სულ ცოტა, 12 ადამიანი გარდაიცვალა. ნეოკონსერვატორების აქტივისტებიტვიტერშიწერდნენ, რომ მათი საძულველი ირანელი მტრები ბუზებივით იხოცებიან”.

კოვიდმა ბევრი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ირანში, სანამ სხვა ქვეყნებშიც დაიწყებდა ადამიანების დახოცვას. 2019 წლის ბოლოს მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა აშშსა და ირანს შორის. დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის 2 იანვარს გენერალი ყასემ სულეიმანი მიზანმიმართულად მოკლეს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ სულეიმანი პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით გამოასალმეს სიცოცხლეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ირანის ხელისუფლების ელიტის წარმომადგენლები კოვიდით დაინფიცირდნენ და დაიხოცნენ.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკა კლავს ირანის უმაღლეს სარდალს 2 იანვარს; სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ ირანის მმართველი ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინფიცირდა უცნობი სასიკვდილო ვირუსით და შედეგად ბევრი მათგანი მალე გარდაიცვალა. შეუძლია კი გონიერ ადამიანს, ეს ყველაფერი დამთხვევად ჩათვალოს?” _ სვამს კითხვას რონ უნზი. ამრიგად, ამერიკის ორმა წამყვანმა მოწინააღმდეგემ _ ჩინეთმა და ირანმა _ პირველებმა მიიღეს დარტყმა იდუმალი სასიკვდილო ვირუსის სახით.

უნზის ნაშრომების გაცნობის შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, რომ 30 ქვეყანაში გაფანტული 336 ამერიკული ბიოლაბორატორია (30 ჩინური ლაბორატორიის გამოკლებით, რომლებიც თამაშს გამოეთიშნენ) განაგრძობს თავისებური სამხედრო ბაზების ფუნქციების შესრულებას. ისინი დაკავებულნი არიან არა მხოლოდ ბიოიარაღის ახალი სახეობებისა და მათი გადასატანი საშუალებების შექმნით, არამედ ასრულებენ თავისებური ჰაბების როლს, რომლებშიც ამერიკელი სამხედროები ინახავენ აშშის მოწინააღმდეგეების მიმართ გამოსაყენებელ პათოგენებს. მათგან ერთერთია Covid-19.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here