Home ახალი ამბები მსოფლიო “კმარა ჩვენი აბუჩად აგდება! მე აღარ მინდა ევროკავშირი!”

“კმარა ჩვენი აბუჩად აგდება! მე აღარ მინდა ევროკავშირი!”

312
დიმიტრი გორდონი

უკრაინას არავინ ელოდება ევროკავშირში, მისი საგარეოპოლიტიკური სტატუსი კი ნეიტრალური უნდა იყოს, ისეთი, როგორც 2014 წლის მოვლენებამდე, _ განაცხადა ტელეარხ “1+1”-ის ეთერში სკანდალებით განთქმულმა მაიდნის პროპაგანდისტმა, კიეველმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა.

“მე, საერთოდ, აღარ მინდა ბილეთი ევროკავშირში. ევროკავშირს იმდენი პრობლემა აქვს, რომ მის პრობლემებში ჩვენი ჩართვა უკვე აღარ ღირს. ეს _ ერთი. მეორე _ ისინი იქ ჩვენ არ გველოდებიან. კმარა ჩვენი აბუჩად აგდება. თუ უნდოდათ მიღება, მიგვიღებდნენ. ისინი ჩვენ არ მიგვიღებენ და არც ჩვენთვის არის საჭირო. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა უნდა ვიყოთ ევროპის ცენტრში. მე არ მინდა ბილეთი არსად”, _ განაცხადა გორდონმა.

“კმარა ჩვენი აბუჩად აგდება! მე აღარ მინდა ევროკავშირი!”

უფრო ადრე მან აღიარა, რომ ევრომაიდანი იყო მოტყუება, რადგან უკრაინაში ცხოვრება გაუარესდა.

poitnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here