Home ახალი ამბები მსოფლიო კერსტი კალიულაიდი პირველი მიხვდა, საით უბერავს ცვლილებების ქარი

კერსტი კალიულაიდი პირველი მიხვდა, საით უბერავს ცვლილებების ქარი

1463
კერსტი კალიულაიდი პირველი მიხვდა, საით უბერავს ცვლილებების ქარი

ბალტიისპირელი ძმები გაღიზიანებითა და ეჭვით ადევნებენ თვალს ტალინის მცდელობებს, მოსკოვთან დაამყაროს კონტაქტი

ბალტიისპირეთის ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდნენ მოწოდებით ევროკავშირსა და ნატოში, რომ რუსეთისთვის დაეწესებინათ სანქციები, თავიანთ ტერიტორიაზე შეეყვანათ სამხედრო დანაყოფები, გმობდნენ ანექსიასა და ჰიბრიდულ მუქარებს. ყველაფერმა ამან დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა მიიყვანა იქამდე, რომ დიალოგის გამართვაზე აზრის გამოთქმაც კი, უკეთეს შემთხვევაში, სარკაზმად აღიქმებოდა.

ამ ვითარებაში ესტონეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტმა სრულიად სხვა სცენარით ჩაიარა. პუტინმა დაიჩივლა მეზობელთან დიალოგის არარსებობაზე და სულაც არ უცდია, მორალი წაეკითხა რუსების უფლებების შელახვის გამო: კალიულაიდმა აღიარა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ესტონეთში რუსული ენის სტატუსის პრობლემა რუსულ მხარეს არ წამოუწევია. თვითონ ესტონეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ეთქვა პუტინისთვის, რომ ეუთო მიესალმება ინტეგრაციის მოდელს ბალტიისპირეთის ამ რესპუბლიკაში. ესტონეთის პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ ელოდება პუტინის საპასუხო ვიზიტს 2020 წელს. ამ ყველაფერს რუსეთისა და ესტონეთის ურთიერთობა კარგა ხნის წინათ დავიწყებულ კონტექსტში გადააქვს.

ესტონეთის პრემიერმინისტრ იური რატასს, რომელიც ევროკავშირის სამიტებზე მხარს უჭერდა რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებას, მოუწოდებდა რუსეთს, “შეესრულებინა მინსკის ხელშეკრულება” და ა.შ., ახლა მოულოდნელი რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს _ თურმე მოსკოვთან საჭიროა ლაპარაკი. როგორც ჩანს, ასე უნდა მოიქცეს არა მხოლოდ ტალინი, არამედ რიგაც და ვილნიუსიც.

ბალტიისპირელი ძმები კი გაღიზიანებითა და ეჭვით ადევნებენ თვალს ტალინის მცდელობებს, კონტაქტი დაამყაროს მოსკოვთან.

“ჩვეულებრივ, ჩვენ ამას (რუსეთთან ურთიერთობას) კოორდინაციას ვუწევთ და ერთობლივად ვმოქმედებთ. ეს ყოველთვის ეფექტიანია, ვინაიდან ყოველთვის იქნება ჩვენი გაყოფისა და განხეთქილების შეტანის მცდელობა ევროკავშირის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთობაში”, _ ეჭვნარევი სინანულით თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here