Home ახალი ამბები კარლეს პუჩდემონს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევისთვის შესაძლოა დააპატიმრონ

კარლეს პუჩდემონს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევისთვის შესაძლოა დააპატიმრონ

751

 

ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის სამთავრობო უწყებებში დღეიდან უფლებამოსილების გადაბარებას იწყებს.რეგიონის პრეზიდენტიც და მთავრობაც ოფიციალურმა მადრიდმა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადააყენა, თუმცა კატალონიის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს.

არ არის გამორიცხული, დღეს რეგიონის ლიდერს კარლეს პუჩდემონს ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევისთვის ბრალი წაუყენონ და დააპატიმრონ კიდეც.

გარდა ამისა, ესპანეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

ვადამდელი არჩევნები კატალონიაში 21 დეკემბერს ჩატარდება. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კარლეს პუჩდემონს შეუძლია მასში მონაწილეობა მიიღოს, თუ ციხეში არ იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here