Home ახალი ამბები კალაძე: ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლები 500 ლარით დაჯარიმდებიან

კალაძე: ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლები 500 ლარით დაჯარიმდებიან

846
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადასახდელი თანხა უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის, დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია, მერის თქმით, ეს თანხა 500 ლარამდე გაიზრდება.

„დედაქალაქში  ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია. ჯარიმების გაზრდა ჩადებულია საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა, “– განაცხადა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, დედაქალაქში ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს ჩატარება იგეგმება.

„იგეგმება მეტროს რეაბილიტაცია, ავტობუსების პარკის განახლება, ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობა, დასუფთავების მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია,  სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის დაწესება“- აღნიშნა მერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here