Home ახალი ამბები კალაძე: თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს...

კალაძე: თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები იმ ადამიანებმა, ვინც ჩემთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული

670

თბილისის მერობის ახლადარჩეული კანდიდატის,  კახა კალაძის განცხადებით, მას კორუფციის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება ექნება.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, თუ მისი თანამშრომლები კორუფციაში ჩაებმებიან, ციხეში წასვლა საკუთარი ფეხით მოუწევთ.
„ის ადამიანი, ვინც ამას იკადრებს და გააკეთებს, პირდაპირ ჩემი მტერი იქნება. პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ის ნდობა და ის იმედი, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ, ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის გასამართლებლად. შესაბამისად, ადამიანების მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება“, – განაცხადა კალაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here