Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიის სასამართლომ გეიმამების მშობლებად დარეგისტრირება არ დაუშვა

იტალიის სასამართლომ გეიმამების მშობლებად დარეგისტრირება არ დაუშვა

994
იტალიის სასამართლომ გეიმამების მშობლებად დარეგისტრირება არ დაუშვა

იტალიის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გეიწყვილს არ შეუძლია შვილების მშობლებად დარეგისტრირდეს.

ჰომოსექსუალმა წყვილმა იტალიის ქალაქ ტრენტოდან შვილების ყოლას კანადაში კვერცხუჯრედის დონორებისა და სუროგაციის გზით მიაღწია. ორივე მამაკაცი ბავშვების დაბადების მოწმობებში მამებად არიან მითითებულნი, თუმცა უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ ბიოლოგიური მამა დარეგისტრირდება კანონიერ მშობლად, ხოლო მის პარტნიორს მოუწევს, შვილად აყვანის თაობაზე გააკეთოს განაცხადი. იტალიაში სუროგაცია აკრძალულია, მათ შორის ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვისაც და ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. იტალიაში არც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებაა დასაშვები და შვილის აყვანა მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის არის ნებადართული. თუმცა ზოგიერთმა ლგბტ ადამიანმა თავისი პარტნიორის ბავშვები იშვილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here