Home რუბრიკები საზოგადოება იტალიელი გეის, გიორგი ყიფშიძისა და ვანიკო თარხნიშვილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

იტალიელი გეის, გიორგი ყიფშიძისა და ვანიკო თარხნიშვილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

2650
იტალიელი გეი

გასულ კვირას, როდესაც მთელი ერი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრის _ გურამ კაშიას სამკლაურზე მსჯელობდა, რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩა ტელეპროექტნიჭიერშიიტალიელი გეის გამოსვლა, რომლის ნიჭიერებაც მხოლოდ და მხოლოდ უკანალის ქნევაში გამოიხატა. მართალია, მან იმღერა, მაგრამ ჟიურის წევრები არა სიმღერით, არამედ ცეკვით, უფრო ზუსტად, უკანალის თამაშით მოხიბლა და მეორე ტურშიც გადავიდა.

ვანიკო თარხნიშვილი-გიორგი ყიფშიძე
ვანიკო თარხნიშვილი-გიორგი ყიფშიძე

სტეფანე მღებრიშვილს, გიორგი ბახუტაშვილსა და რუსკა მაყაშვილს საზოგადოების წინაშე ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ უხერხულია, როდესაც ამ უნიჭო უცხოელის გაუგებარ როკვაზე აღტაცებით უკრავდა ტაშს საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩაჩუა. შეგახსენებთ, რომ ამავე პროექტში მან მწვანე ბალახის პროპაგანდაზეც ისაუბრა, თუმცა მისმა პრეზიდენტმა მეუღლემ განმარტების გაკეთებაც კი არ ისურვა პირველი ლედის კანონთან შეუსაბამო განცხადების გამო.

ქუსლები

თავი დავანებოთ მაკა ჩიჩუას და ისევ იტალიელ ლგბტ პირს დავუბრუნდეთ. როდესაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, უწინარესად, სწორედ ასეთი ფაქტები უნდა იყოს განსჯის საგანი. ზემოხსენებული სატელევიზიო პროექტი ეთერში გადის იმ დროს, როდესაც მას, დიდი ალბათობით, არასრულწლოვნებიც უყურებდნენ და, თუკი კაშიას სამკლავური შეიძლება ჩაითვალოს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად, რატომ არ უნდა ჩაითვალოს პროპაგანდად გიორგი ყიფშიძისა და ვანიკო თარხნიშვილის მიერ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით საზოგადოების წინაშე გამოჩენა?! ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები ისევ ატეხენ კრიახს იტალიელი გეიკონკურსანტისა და ყიფშიძე-თარხნიშვილის დასაცავად, მაგრამ ქართველი კაცის მიერ, თუნდაც შოუსთვის, “ქუსლოჩკებით” ტანტალი არ არის მოსაწონი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გიორგი ყიფშიძეც და ვანიკო თარხნიშვილიც საკმაოდ პოპულარული და წარმატებული არიან და შესაძლოა, თინეიჯერებისთვის მისაბაძი მაგალითიც კი იყოს რომელიმე მათგანი. ჰოდა, ამ წარმატებული ახლაგაზრდა მამაკაცების მიერ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სოლიდარობის გამოცხადება უცხოელი გეისთვის, სხვა რა არის, თუ არა ჰომოსექსუალობის პროპაგანდა?! ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც საზოგადოების ტვინის გამორეცხვას ემსახურება…

3 COMMENTS

  1. gairkvna sakartvelo, igupeba , kartvelebo sheignet, gaandzriet tavebi, torem mand cxovreba agar egireba!!!! gadashendeba eri 5-10 celshi saertod. ukev shexedet ra xdeba. aba normaluri kartveli vajkaci, da kaci rom hkvia kuslebze shedgeba, tundac shakirit??? eseni arian pidarastebi da mamatmavlebi, ai aketken mihkavt momavali taoba!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here