Home ახალი ამბები საქართველო იოსებ ქარუმაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

იოსებ ქარუმაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

784
იოსებ ქარუმაშვილი

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მერობის კანდიდატი იოსებ ქარუმაშვილი სოფლებში მატანსა და ქისტაურში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივები და ამ პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორები. საკითხები, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა პირველ ეტაპზე ითხოვს ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მათ შორისსოფლის შიდა და სოფლის სამეურნეო ნაკვთებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებასასმელი წყლის დასუფთავებისა და გარე განათების საკითხების მოგვარება..

ქარუმაშვლმა ისაუბრა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებებზე და სახელმწიფო მხარადაჭერაზე, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ადგილებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას. კანდიდატის განმარტებით, ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზრდილია დაფინანსება სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის, ასევე, სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის. მნიშვნელოვანადაა გაზრდილი  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული თანხების  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. „მთავარია მოსახლეობის უფრო მეტი აქტივობა. ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით რა გვჭირდება და რა შეგვიძლია. ამიტომ აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი-უკეთესი ცხოვრების პირობები“- განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here