აშშ–ის ტერიტორიაზე მცხოვრები აბორიგენი ხალხის (ინდიელთა ტომი) _ ჩეროკის ბელადმა ჩაკ ჰოსკინ–უფროსმა ავტომწარმოებელ jeep–ს მოსთხოვა, შეწყვიტოს ხალხის სახელის გამოყენება ავტომობილის სახელწოდებაში, _ იუწყება ტელეარხი CNN-ი.
“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა იმ ასაკშია, როცა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ მკვიდრი ამერიკელების სახელებისა და ტოტემური ცხოველების სახელების გამოყენება პროდუქციაზე. ჩვენთვის პატივი არ არის, როცა ჩვენი ხალხის სახელი მანქანას აწერია”, _ ნათქვამია ჰოსკინის განცხადებაში.
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოსკინმა განაცხადა, რომ მისი ხალხი არაფრის დიდებით არ გაურიგდება “ჯიპს”.
“ჯიპი” “ჩეროკის” 1974-დან 2001 წლამდე აწარმოებდა, “გრანდ ჩეროკის” _ 1993-2013 წლებში. 2013-დან კომპანია კვლავ აწარმოებს ავტომობილს სახელწოდებით “ჩეროკი”.
rusvesna.su–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა