Home ახალი ამბები საქართველო ილია ეროვნულ ცხოვრებაზე და ამ ცხოვრების მოწესრიგებისა და დაცვის უპირატეს მნიშვნელობაზე

ილია ეროვნულ ცხოვრებაზე და ამ ცხოვრების მოწესრიგებისა და დაცვის უპირატეს მნიშვნელობაზე

93

ჩემს თაობას ომი  მხოლოდ ტელეეკრანზე ჰქონდა ნანახი და წიგნებში წაკითხული, მაშინ ომი ჩვენ წარსულს ჩაბარებულ საშინელებად მიგვაჩნდა, მაგრამ ცხოვრების შუა გზაზე მაინც წამოგვეწია და უამრავი სისხლი და ცრემლები მოგვიტანა. დღეს ისევ ომია, ამჯერად ჭურვები და ბომბები ჩვენს მიწაზე არ ფეთქდება, მაგრამ შექმნილი საშინელი სურათი თითოეულ ქართველს გულს სტკენს, მით უფრო, რომ ორი მართლმადიდებელი ერი ერთმანეთს ხოცავს, მათი სისხლი მაღლა ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს, ვინძლო ძალიან არ დააგვიანოს ამ სამართალმა და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს მალე დაუბრუნდებს.

ჩვენ კი ისევ ერის მამის სიბრძნეს ჩავუღრმავდეთ, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩვენს ეროვნულ ცხოვრებას და ამ ცხოვრების მოწესრიგებასა და დაცვას უპირატეს მნიშვნელობას აძლევდა. იგი აღნიშნავდა, რომ ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია”.

და იქვე დასძენს: “კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ.

მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილობაა მისის მხნეობისა, შრომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისათვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი _ იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე _ სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი _ სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე _ სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის “ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო”, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა, _ ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, _ ეგ ჩემი უფლებაა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო.

რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით, ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ, რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, აქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩენი ქვეყანაა.

ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვადა გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება. მაგრამ ამ უკანასკნელს ათს წელიწადში, სახელდობრ 1864 წლიდამ, ჩვენში ბევრგვარი ცვლილება მოხდა, რომელთ აზრად ჰქონდათ და აქვთ საზოგადო ურთიერთშორისი წყობილება უკეთესს და უფრო უმართლესს ნიადაგზედ დაედგინა. ამ ცვლილებას ჩვენში ყოველი გონიერი და მიხვედრილი კაცი დიდის სიხარულით და თითქმის აღტაცებით მიეგება. ხოლო გამართლდა ჩვენი სიხარული და აღტაცება თუ არა? ჩვენ ვეცდებით, ამის პასუხი მივცეთ მკითხველსა” (ცხოვრება და კანონი, წერილი პირველი, 1877-1881 წელი).

დღეს, როცა ომმა სხვა რეალობის, სხვა საფრთხის წინაშე დაგვაყენა, განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს.

ეროვნული ცხოვრების აღორძინების საჭიროებაზე საუბრობს ილია თავის პუბლიკაციებში, საუბრობს, თუ რა საშუალებით შეიძლება იმის მიღწევა, რაც  ასე მნიშვნელოვანი საკითხია დღევანდელი საქართველოსთვისაც.

მისი აზრით, ეროვნული პიროვნების აღდგენა აუცილებელი პირობაა ჩვენი საზოგადო წარმატებისთვის, მით უფრო საჭირო იყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როცა ქართველობა მეტად დაძაბუნდა, დაწვრილმანდა, განთვითვეულდა და თითქმის დაკარგა მამულიშვილობის აზრი და გრძნობა: სად არის ქართველი და ქართველობა?.. აჩქარებული კაციადვილად გვიპასუხებს და გვეტყვის; ბრმანი ყოფილხართო. ეს ჩვენი დედაქალაქი და ეს შავის ზღვიდან კასპიის ზღვამდე გუნდგუნდათ მორიგებული მისი შვილი _ სოფლები, ქართველები არ არიან? ქალაქი იქნება დედა იყოს, სოფლებიც მისი შვილები იყვნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედის ძუძუ დიდი ხანია გაშრა და დედის ძუძუს შვილი აღარა სწოვს”. და განაგრძობს: “ქართველები არ არიან, მაშ რა არიანო? არიან თავადაზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანი და უჩინონი _ ყველანი არიან და ქართველი კი არსად არის. თავადს აზნაური სძულს, აზნაურს თავადი, გლეხს _ ორივე. ნუ თუ ესენი ქართველები არიან ერთის დედის საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრია სათავადო, აზნაურისა _ სააზნაუროა, გლეხისა _ საგლეხო, ვაჭარისა _ სავაჭრო, ნუ თუ ესეთი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ აღმოსულნი”? ამ სიტყვებში პოლიტიკური ერთიანობის დარღვევის აზრი აქვს ავტორს გატარებული და არა ეკონომიურ განხეთქილებაზე აღმოცენებული ქართველობის განთვითოება. პოლიტიკური გათითოკაცება, ცალკეული პარტიების მიერ შექმნილი სიტუაციის სათავისოდ გამოყენება, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნვაა სწორედ ის, რაც სასწორზე დებს ქვეყნის, სახელმწიფოს ბედს. სამწუხაროდ, მსგავსი სურათი გვაქვს დღეს: “ნაცმოძრაობა” და მისი განაყოფები უტიფრად აწარმოებენ მსგავს პოლიტიკას და დღესაც, ისევე, როგორც ილიას ეპოქაში,ქართველი საყოველთაო სახელია და ამათში (ამ განკერძოებაში) რა არის საყოველთავო!.. თვითოთვითოდ ერთს გაწყვეტილს ჯაჭვის რგოლებივითცალცალკე და თავთავად დავგორავთ ზოგი აქეთ, ზოგი იქით. თქვენ მე მიჩვენეთ ის ადგილი, საცა მაგ თვითვეულის გზები ერთად იყრება საყოველთავო საქართველოს სიკეთისათვის, მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ აქ არის მეთქი. ის საერთო ნიშანი მიჩვენეთ, საითკენაც თვითვეულის ჩვენგანის ჭკუა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად ხალისიანად და შეუპოვრად მიიწევდეს საყოველთავო საქართველოს კეთილდღეობისათვის. მაშინ მეც ვიტყვი: ქართველი აგერ აქ არის მეთქიის შემკრებლობითი, დიდებული, ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ჰხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა _ დიდი ხანია დაირღვა, ჩვენის გონებიდან ამოშრავაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თვითო არ არის

და თვითოში _ ყველა, საცა თვითვეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითვეულისათვის, საცამეხშირია დაჩვენიშვიათი!”

და ბოლოს, მწარე სიმართლეს პირუთვნელად მოგვახლის, ოთარაანთ ქვრივივით: მამული!.. ეხლა ეს დიდებული სიტყვა თვითვეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავ ქონებას ჰნიშნავს და არა მთელი ხალხის სამშობლოს ბინასდასძენს ავტორი , მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის კაცს თავისი ნეხვ დაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე!

თვითვეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა და მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა ვეღარ იტვირთადავაქციეთ მამათა ჩვენთა სამარე, შვილთა ჩვენთა აკვანი, დიდიმამულიდავშალეთ, პატარები გავიკეთეთ”.

ვერ გეტყვით, უკვე მერამდენედ მიწევს დიდი ილიას ამ სიტყვების გამეორება, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მათი გამეორება არც არასდროს გვაწყენს, პირიქით, შესაძლია, მომავალში დაგვეხმაროს გათითოკაცების დაძლევასა და ქვეყნის გაძლიერებაში.

ძნელად თუ მოიძებნება, ალბათ, ჩვენს ლიტერატურაში ამ სიტყვების ბადალი. სინამდვილე, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, მას გულსა სწვავს და გესლიანი სიტყვა ებადება, სიტყვა, მწარე ნაღველში გატარებული, მწუხარე გულიდან ამონახეთქი. ეს იყო ჩვენი გათახსირების, დაძაბუნების აღსარება. მხოლოდ ამაზე, უილაჯობაზე შეჩერება შეუძლებელი იყო. ჩვენს მდგომარეობას შველა უნდოდა. და აი ილია გვაძლევს ჩვენი მამულის სიყვარულის ფსიქოლოგიურ ფორმულას: მამულის სიყვარული ემზგავსება ნაზს კალკის ხესა, რომლისთვისაც საჭიროა შესაფერი ნიადაგი, შეზავებული ჰაერი, რომელიც ვერ იმშვენებს დამჩაგვრელს ხეებს, რომელიც დიდხანს იზრდებაეროვნულს, პატრიოტულს გრძნობასაც დიდი ხნის ზრუნვა, მოვლა, ყურის გდება და ერთგულება ეჭირვება. იგი არის ნაზი, როგორც კაკლის ხე, ღრმა, როგორც მისი ფესვები, მაღალი, როგორც მისი წვერი, მის ტოტებსავით განიერი და მის კოკრებსავით ნაყოფიერი”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here