Home ახალი ამბები საქართველო ივანიშვილის ქონებამ ერთ წელიწადში 380 მილიონით მოიმატა

ივანიშვილის ქონებამ ერთ წელიწადში 380 მილიონით მოიმატა

974
ივანიშვილი

500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სარეიტინგო სიაში, რომელიცბლუმბერგმაგამოაქვეყნა, ბიძინა ივანიშვილი 324- ადგილზეა. მისი ქონება 5.87 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. რეიტინგში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ივანიშვილის ქონებამ 380 მილიონით მოიმატა. საქართველოს მოქალაქეებიდან მილიარდერების სიაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.

ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს სათავეში Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსია 110 მილიარდით; 93,8 მილიარდით მეორე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი; მესამეზე _ Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აქციების დიდი წილის მფლობელი უორენ ბაფეტი 90,3 მილიარდით; მეოთხე ადგილს Zara-ს დამაარსებელი, ესპანელი ამანსიო ორტეგა იკავებს 76.2 მილიარდით; მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა face­bo­ok-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 74 მილიარდით.

“ბლუმბერგის” მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, ციფრები განახლდება ნიუ-იორკში ყოველი სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here