Home სხვადასხვა დაიჯესტი იდეალურ დედად მიიჩნევდნენ, მან კი ათი თვის ტყუპი ბიჭები დაახრჩო

იდეალურ დედად მიიჩნევდნენ, მან კი ათი თვის ტყუპი ბიჭები დაახრჩო

1320
იდეალურ დედად მიიჩნევდნენ, მან კი ათი თვის ტყუპი ბიჭები დაახრჩო

კალიფორნიის (აშშ) მკვიდრმა ჰიზერ ლენგდონმა ქმართან გაყრის მძიმე პროცესი გადაიტანა, რომელთანაც ხუთ ბავშვს ზრდიდა. ცდილობდა, გამკლავებოდა პრობლემებს, რომლებიც თავს დაატყდა, და ამ ყველაფერთან ერთად ათი თვის ტყუპი ბიჭებისთვისაც უნდა მოევლო, მაგრამ არც ძალა ეყო, არც ვინმემ გაუწოდა ხელი და ქალმა, რომელსაც იდეალურ დედად მიიჩნევდნენ, უსაშინელესი ნაბიჯი გადადგა _ უმწეო ჩვილები სიცოცხლეს გამოასალმა, _ იუწყება The Sun.

დედობას უღალატა _ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.

ჰიზერმა ბიჭები სასტუმროს აბაზანაში დაახრჩო, სადაც იგი ბავშვებთან ერთად პოლიციელებმა მას შემდეგ მიიყვანეს, რაც იგი ქალთა თავშესაფრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გამოაგდეს. “ვინ წარმოიდგენდა, _ წერს The Sun, _ რომ წესრიგის დამცველებმა დედას უპოვეს შვილების მკვლელობისთვის შესაფერი ადგილი.

ადგილი რა შუაშია?! საზოგადოება რომ იხრწნება, იქ ეძებეთ მიზეზები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here