Home ახალი ამბები მსოფლიო “თუ აშშ უარს იტყვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებზე, რუსეთი იძულებული იქნება, მოახდინოს...

“თუ აშშ უარს იტყვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებზე, რუსეთი იძულებული იქნება, მოახდინოს რეაგირება, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის”

138

17 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულ აშშის ელჩ ჯონ სალივანს გადასცეს წერლობითი პასუხი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

აღვნიშნავთ, რომ ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციულად არ უპასუხა რუსული მხარის მიერ მომზადებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროექტის საბაზისო ელემენტებზე. ლაპარაკია ნატოს სამომავლოდ გაფართოების შესახებ უარის თქმაზე, უკან გაწვევაზებუქარესტის ფორმატისა”, რომუკრაინა და საქართველო ნატოში გაწევრდებიან, და სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ უარის თქმაზე იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, ამ ქვეყნების ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე ნებისმიერი სამხედრო ქმედებების განსახორციელებლად, აგრეთვე, სამხედრო პოტენციალის, მათ შორის ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნებაზე 1997 წლის მდგომარეობაში, როცა ხელი მოეწერა აქტს რუსეთსა და ნატოს შორის”, _ წერია დოკუმენტში.

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ დებულებებს რუსეთის ფედერაციისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

უკრაინის შესახებ

“არანაირი “რუსული შეჭრა” უკრაინაში, რომელზეც გასული წლის შემოდგომიდან ოფიციალურ დონეზე ლაპარაკობენ აშშ და მისი მოკავშირეები, არ არის და არც იგეგმება, ამიტომ მტკიცება, რომრუსეთი პასუხისმგებელია ესკალაციაზეარ შეიძლება განვიხილოთ სხვაგვარად, გარდა მცდელობისა, განხორციელდეს ზემოქმედება და გაუფასურდეს რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გრანტების შესახებ”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

უწყების განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მის შიგნით განვითარებული პროცესების შედეგია, ხოლო ამერიკის პასუხში მოხსენიებული რუსეთისადმი ბრალდება, რომ მან “დაიპყრო ყირიმი”, კრიტიკას ვერ უძლებს. ყირიმის კუთვნილების საკითხი დახურულია”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ნატოში უკრაინის მიღების შემთხვევაში გაჩნდება რეალური საფრთხე, რომ კიევის რეჟიმი შეეცდება, ძალის გამოყენებითდაიბრუნოსყირიმი, და ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის თანახმად, აშშ და მისი მოკავშირეები ჩაითრიოს პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთთან”, _ ნათქვამია აშშ-ისათვის გაგზავნილ პასუხში.

ძალების კონფიგურაცია

“აშშ და მისი მოკავშირეები თავიანთ სამხედრო ინფრასტრუქტურას აღმოსავლეთით განავითარებდნენ. განალაგეს კონტინგენტები ალიანსის ახალი წევრების ტერიტორიებზე. ისინი გვერდს უვლიდნენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ (ხელმოწერილია 1990 წლის 19 ნოემბერს პარიზში ნატოს 16 და ვარშავის ხელშეკრულების 6 სახელმწიფოს მიერ, ძალაში შევიდა 1992 წლის 9 ნოემბერს _ ნ.კ.) შეთანხმებას და თვითნებურად განმარტავდნენ რუსეთსა და ნატოს შორის გაფორმებულ ძირითად აქტს “სამხედრო ძალების დამატებით განლაგებაზე” უარის თქმის შესახებ. ამ მოქმედებების შედეგად მიღებული ვითარება მიუღებელია”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამიტომ რუსეთი მოითხოვს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში განლაგებული ყველა სამხედრო ძალის გაყვანასა და აშშის შეიარაღების გატანას.

უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი

“აშშ-ის პასუხში ვერ დავინახეთ დადასტურება იმისა, რომ ამერიკული მხარე უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვის ერთგულია. ჩვენი “წითელი ხაზები” და ინტერესები უსაფრთხოების სფეროში უგულებელყოფილია, ხოლო მათი უზრუნველყოფის შესახებ რუსეთის უფლება _ უარყოფილი. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნატოსღია კარისპოლიტიკა

აშშ ადასტურებს ნატოს ღია კარისპოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერას, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება საბაზისო ვალდებულებებს, მიღებულს ეუთოს ჩარჩოებში, უწინარესად, ვალდებულებას _ “არ განამტკიცოს თავისი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე”, _ აღნიშნულია დოკუმენტში.

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკა შეუსაბამოა მიზნებთან თვითონ ალიანსისა, რომელმაც 1991 წლის 6-7 ივლისს კოპენჰაგენში გამართული ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირის შედეგების მიხედვით, აიღო ვალდებულება, “ცალმხრივი უპირატესობა არ მოიპოვოს ევროპაში შეცვლილი ვითარებიდან” და არ დაემუქროს სხვა სახელმწიფოების ლეგიტიმურ ინტერესებს, არ მოაქციოს ისინი “იზოლაციაში” ან “გაავლოს ახალი გამყოფი ხაზები კონტინენტზე”.

მოვუწოდებთ აშშსა და ნატოს, დაუბრუნდნენ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის სფეროში. ალიანსის წევრებისგან ველოდებით კონკრეტულ წინადადებებს, იურიდიულად გამყარებულ უარს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე”, _ აცხადებს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება.

ბირთვული იარაღის განლაგება არაეროვნულ ტერიტორიებზე

“თავის დოკუმენტში აშშ-ს რეაქცია არ ჰქონია ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტის ისეთ ელემენტზე, როგორიცაა არაეროვნულ ტერიტორიებზე განლაგებული ბირთვული იარაღის გადატანა ეროვნულ ტერიტორიებზე და სამომავლოდ მის განლაგებაზე უარის თქმა ეროვნული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ. აშშ შემოიფარგლა სტრატეგიული დიალოგის აუცილებლობის ხსენებით არასტრატეგიული ბირთვული იარაღის პრობლემების გადასაწყვეტად მათი დისლოკაციისა და სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად, რომლებსაც გავლენა აქვს მხარეების უსაფრთხოებაზე.

გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენს წინადადებებში ლაპარაკია ნატოს ზოგიერთი არაბირთვული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევით აშშის ბირთვული იარაღის არსებობაზე, რომლითაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული მიზნების დაზიანება”.

“რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების მტკიცებით, ამ გამაღიზიანებელი ფაქტორების ლიკვიდაციის გარეშე არასტრატეგიული ბირთვული იარაღის თემატიკაზე მსჯელობა შეუძლებელია.

მიწისზედა ბაზირების საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთი მოცემულ პრობლემატიკას განიხილავს, როგორც რუსეთსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას: “მიგვაჩნია, რომ შეიარაღების აღნიშნული კატეგორია წარმოადგენს “უსაფრთხოების გათანაბრების აუცილებელ კომპონენტს, რომელიც რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა შეიმუშაონ”.

მოსკოვმა აღნიშნა, რომ აშშ საფუძვლად იღებს რუსეთის მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ადრე მოქმედი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შემხვედრი შეშფოთებების ერთობლივად რეგულირებას.

მძიმე ბომბდამშენები და წყალზედა საბრძოლო ხომალდები

“აღვნიშნავთ ამერიკული მხარის ყურადღებას რუსული იდეისადმი მხარეების ეროვნული საზღვრების სიახლოვეს მძიმე ბომბდამშენების ფრენის მიმართ რისკების შემცირების დამატებითი ზომების შესახებ. ვხედავთ მსჯელობის საგანს და პოტენციალს ორივე მხარისთვის მისაღები მოლაპარაკებებისთვის, შეგახსენებთ ჩვენი წინადადებების “პაკეტის” არანაკლებ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომლებიც ეხება ანალოგიურ მიდგომებს წყალზედა საბრძოლო ხომალდების მიმართ და სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული”, _ წერს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ისადმი გაგზავნილ პასუხებში.

სამხედრო სწავლებები და მანევრები

“ამერიკული მხარე, როგორც ჩანს, გამოდის იქიდან, რომ სამხედრო სფეროში დაძაბულობის შემცირება შეიძლება ტრანსპარენტულობისა და იმ დამატებითი ზომების გატარებით, რომლებიც აღნიშნულია დასავლეთის წინადადებებში ვენის დოკუმენტების მოდერნიზაციის შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არარეალური და ცალმხრივია, მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქმიანობის “გამჭვირვალობაზე”. რაც შეეხება ინციდენტებს ღია ზღვასა და მის ზევით საჰაერო სივრცეში, მივესალმებით აშშ-ის მზადყოფნას შესაბამისი კონსულტაციებისთვის, მაგრამ ეს მუშაობა ვერ შეცვლის რუსეთის მიერ დაყენებული საკვანძო პრობლემების მოგვარებას”, _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რამდენიმე ხნის წინათ გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “არ დათმობს თავის ძირითად პრინციპებს”, მათ შორის ქვეყნების უფლებას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, “უფლებას კურსისა და ალიანსის არჩევის შესახებ”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 თებერვალს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის შესვლის საკითხის გადავადება ისტორიულ პერსპექტივაში არაფერს ცვლის. ერთი დღით ადრე შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხი ამჟამად, პრაქტიკულად, არ დგას დღის წესრიგში.

“იმ შემთხვევაში, თუ აშშ და მისი მოკავშირეები არ გამოხატავენ მოლაპარაკებებისადმი მზადყოფნას უსაფრთხოების მტკიცე, იურიდიულად დასაბუთებული გარანტების შესახებ, რუსეთი იძულებული იქნება, მოახდინოს რეაგირება, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ზომების რეალიზაციით”, _ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ისთვის გაგზავნილ პასუხში.

vz.ruსა და ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here