Home ახალი ამბები მსოფლიო თურქული პარტია “ვატანი” აფხაზეთის აღიარების ლობირებას განაგრძობს

თურქული პარტია “ვატანი” აფხაზეთის აღიარების ლობირებას განაგრძობს

2605
თურქული პარტია “ვატანი” აფხაზეთის აღიარების ლობირებას განაგრძობს

პარტიავატანი” (“სამშობლო”) განაგრძობს აფხაზეთის აღიარების ლობირებას, _ განაცხადა პარტიის თავმჯდომარე დოგუ პერენჩეკმა სტამბოლში, პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკაში .. აფხაზეთის სრულუფლებიან წარმომადგენლობასა და აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე.

“შეხვედრის მსვლელობისას დოგუ პერენჩეკმა ილაპარაკა აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების ლობირების გაგრძელებაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გამართულ შეხვედრებზე თურქული პარტიების ლიდერებთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლებთან და თურქეთის სახელმწიფო ორგანოებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მომუშავე პირებთან”, _ წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრის შედეგებზე.

“აფხაზმა დეპუტატმა ასტამურ ლოგუამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს მუშაობას, მიმართულს აფხაზეთის რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის გაღრმავებისკენ”, _ ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე ქალაქ ბურსის ულდუგის უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზეთის წარმომადგენლობისა და დეპუტატების შეხვედრა უნივერსიტეტის პრორექტორთან, პროფესორ ფერიდუნ იილმაზთან. იმსჯელეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობაზე, კერძოდ, სტუდენტების გაცვლაზე და მათ მიერ პრაქტიკის გავლაზე, სწავლების გამოცდილების გაზიარებაზე პედაგოგებს შორის, აგრეთვე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.

ბურსაში, აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა პარტია “ვატანის” წარმომადგენლებთან _ პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სიულუკ ჰუსეინ ერმანსა და პარტიის ბურსის განყოფილების თავმჯდომარე ჰაჯი დექთაშ აიკუტთან. შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იყო აფხაზეთის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა მასმედიის საშუალებით.

“ვატანი” _ ეს არის თურქეთის მემარცხენე-ნაციონალისტური პარტია, რომელიც 2015 წლის 15 თებერვალს დააფუძნეს. მასში გაერთიანებულები არიან სოციალისტები, რევოლუციონერები და თურქი ნაციონალისტები. მის წინამორბედ ორგანიზაციად ითვლება მუშათა პარტია, რომელმაც 2015 წელს სახელი შეიცვალა და ეწოდა “სამშობლოს პარტია”.

eadaily.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here