Home სხვადასხვა დაიჯესტი თემურ აფაქიძე _ ქართველი მფრინავი, რომელმაც პირველმა დასვა CY-27 “ადმირალი კუზნეცოვის” გემბანზე

თემურ აფაქიძე _ ქართველი მფრინავი, რომელმაც პირველმა დასვა CY-27 “ადმირალი კუზნეცოვის” გემბანზე

3955
თემურ აფაქიძე

საქართველომ ბევრი გენიალური ადამიანი აჩუქა მსოფლიოს _ პოეტი, მხატვარი, სპორტსმენი და სხვ. მათ შორის იყვნენ სამხედრო საქმის სპეციალისტებიც _ რაკეტმშენებლობის ინჟინერი, აკადემიკოსი ალექსანდრე ნადირაძე; საინჟინრო ჯარების მარშალი არჩილ გელოვანი; აშშის არმიის გენერალი, აშშის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ჯონმალხაზ შალიკაშვილი და ..

ამ სახელოვანი ადამიანების რიგშია თემურ აფაქიძე.

1991 წლის სექტემბერში საჰაერო-საცეცხლე მომზადების საავიაციო პოლკის მეთაურმა, იმხანად პოლკოვნიკმა თემურ აფაქიძემ სამწყობრო მფრინავთა შორის პირველმა დასვა თვითმფრინავი CY -27 მძიმე ავიამზიდ კრეისერ “საბჭოთა კავშირის ადმირალ ნიკოლაი კუზნეცოვის” გემბანზე. სწორედ ამ წარმატებული დაჯდომის შემდეგ დაიწყო ახალი ერა რუსეთის საგემბანო ავიაციის ისტორიაში. მანამდე კრეისერის გემბანზე დაჯდომას ახერხებდნენ მხოლოდ ვერტიკალური აფრენა-დაშვების თვითმფრინავები.

თემურ აფაქიძე დაიბადა 1954 წლის 4 მარტს თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ნახიმოვის სახელობის ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. 1975 წელს დაამთავრა კომაროვის სახელობის ეისკის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და ლეიტენანტის წოდებით სამხედრო სამსახური განაგრძო რუსეთის ბალტიის ფლოტში საზღვაო მოიერიშე საავიაციო გვარდიული პოლკის მფრინავად (CY -17M). 1986 წელს დაამთავრა გრეჩკოს სახელობის სამედრო-საზღვაო აკადემია და დანიშნეს სახომალდე საავიაციო ცენტრის გამანადგურებელთა პოლკის (საბაზო აეროდრომი _ საკი, ყირიმი) მეთაურად, მოგვიანებით _ ცენტრის უფროსად.

2000 წელს დანიშნეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის მოადგილედ. საერთო ჯამში, იფრინა 3 ათასი საათი 13 ტიპის თვითმფრინავით.

დაიღუპა 2001 წლის 17 ივლისს სასწავლო ფრენისას.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here