Home ახალი ამბები საქართველო “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

97

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისადა პარტიაქართული იდეისწარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეები “თბილისი პრაიდის” ჩატარებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ.

ისინი ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი “თბილისი პრაიდის” ჩატარებას არ დაუშვებენ და ყველანაირი გზით შეეცდებიან მის ჩაშლას.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი” „ღირსების მარშს” გამართავს. “ღირსების მარშის” სლოგანი “გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here