Home ახალი ამბები თაღლითური ჯგუფი გონიოში დაკარგული სამხედროების ოჯახებს, დაკარგულების სახელით წერილებს სწერდა

თაღლითური ჯგუფი გონიოში დაკარგული სამხედროების ოჯახებს, დაკარგულების სახელით წერილებს სწერდა

860

გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი პირი ოჯახებს წერილებს დაკარგული მყვინთავების სახელით წერდა და მათგან ფულს ითხოვდა. კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, თითქოს გაუჩინარებული სამხედროები თავად იყვნენ, თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

გონიოში, ზღვაში წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს.

ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ.

სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here