Home ახალი ამბები მსოფლიო “ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”

“ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”

836
“ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმანორმანდიული ოთხეულისსამიტის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების ერთერთი ორგანიზატორია. მისივე თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, “მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს”.

“ის ძალიან სასტიკი და პირსისხლიანი მეომარი იყო. არ ვიცი, რა დაემართა. ეს ბანდიტური გარემოა და შეიძლება ყველაფერი მოხდეს”, _ განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა რუსული სპეცსამსახურების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გამო. ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთისა და გერმანიის სახელმწიფო ლიდერებმა განიხილეს “ნორმანდიული ოთხეულის” სამიტის დასრულების შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here