Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ ცაავა: გონიერმა ამომრჩეველმა იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად არც წლების წინათ...

ვიქტორ ცაავა: გონიერმა ამომრჩეველმა იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად არც წლების წინათ დაწყებული ომი დასრულდება, არც ეკონომიკა ამუშავდება და არც უმუშევრობას მოეღება ბოლო

860
ვიქტორ ცაავა

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, წინასაარჩევნო ციებცხელება მალე დასრულდება. ამ საარჩევნო ქარბორბალას გადავლამდე პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ ამომრჩეველი, მაგრამ, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ის არავის გაახსენდება შემდეგ არჩევნებამდე _ ჩვენს ქვეყანაში ეს აქსიომაადასასრულს უახლოვდებაპატრიოტთა ალიანსისმიერ მარტვილიაბაშაწალენჯიხაჩხოროწყუს ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვიქტორ ცაავას, საარჩევნო კამპანიაც. საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე ამომრჩეველმა და თვითონ ამომრჩეველს რა წარმოდგენა შეექმნა მასზე.

_ დასასრულს უახლოვდება, ალბათ, ყველაზე არაორდინარული არჩევნები საქართველოს ისტორიაში. ვითარება რთულია, რადგან იგრძნობა ერთგვარი დაძაბულობა და გაურკვევლობა საზოგადოებაში; ხალხმა ვერ გაიგო, ვინ არის ერთ გუნდში, ვინ _ ამ გუნდის საწინააღმდეგო მხარეს, ვინ მართალია და ვინ _ მტყუანი, რადგან თვლის, რომ თითქმის ყველა პარტიას ერთი და იგივე იდეოლოგია აქვს, იდეოლოგია, რომელიც ქვეყანას არაფერში არგია.

ბრძოლა მიმდინარეობს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, ამას ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ამტკიცებს _ თავდასხმა ბანკზე ზუგდიდის ცენტრში და მომხდარის გარშემო ე.წ. ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი. გახშირდა პროვოკაციული ქმედებები, სროლები იყო ქვემო ქართლში “ქართული ოცნების” ოფისში, თავს ესხმიან მაჟორიტარებს და ამ ყველაფერს ისე სჩადიან, უკან არ იხედებიან, არ ფიქრობენ, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ქმედებას. ხალხი დაშინებულია და, რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, უფრო დაშინებულია ე.წ. ლიბერალური ოპოზიციისგან, ვიდრე მთავრობისგან. არადა, წლების განმავლობაში ხელისუფლების შიში ჰქონდათ, თუმცა გასაკვირი არაფერია, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა ე.წ. ოპოზიციაში არიან და ამომრჩევლის დაშინებასაც ბედავენ. ეს, უდავოდ, ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი დანაშაულია.

_ არსებული ხელისუფლების დანაშაული საზოგადოების თვალში მართლაც არის ის, რომნაციონალური მოძრაობადა მისინარჩენებიხელისუფლების სათავეში დაბრუნებაზე საუბრობენ, არჩევნებში მონაწილეობენ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დიდი ალბათობით, კვლავ მოხვდებიანრა სურს რეალურად ამომრჩეველს, რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ?

_ ამომრჩეველთან საუბრებში იგრძნობა, რომ საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მაგრამ არა იმ ცვლილებებისთვის, როგორიც სურთ ლიბერალებს. მოსახლეობას სურს აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება, ასევე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება.

მოსახლეობას სურს, იხილოს ახალი, ეროვნული, უფრო მეტიც, სოციალისტურ პლატფორმაზე მდგომი ძალა. სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა პირად საუბრებში და საჯარო შეხვედრებზეც გამოხატავდა სამხედრო მიუმხრობლობისადმი დადებით დამოკიდებულებას. ადამიანებს სურთ, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგას მშვიდობიანი ნაბიჯები იმ ომის დასამთავრებლად, რომელიც 27 წელი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობამ, გონიერმა ამომრჩეველმა, იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად არც წლების წინათ დაწყებული ომი დასრულდება, არც ეკონომიკა ამუშავდება, არც სოციალური პრობლემები მოგვარდება და უმუშევრობასაც არ მოეღება ბოლო. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა კაცმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არჩევნებიც, როგორც ბოლოდროინდელი ყველა არჩევნები, არჩევანის გარეშეა _ ხალხის ნება სხვაა, არჩევნებს კი სულ სხვა მოიგებს…

_ თუკი თქვენ გაიმარჯვებთ არჩევნებში და გახდებით საქართველოს პარლამენტის წევრი, რას გააკეთებთ უპირველესად?

_ ბევრი ვიარე სამეგრელოს სოფლებსა და ქალაქებში, ბევრ ადამიანს შევხვდი. მართალია, ჩემი შეხვედრები არ ყოფილა სხვა პარტიების წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მსგავსად გრანდიოზული, ხალხმრავალი და პომპეზური, მაგრამ მქონდა უშუალო და გულისხმიერი შეხვედრები. მომეცა საშუალება, მშვიდად მესაუბრა ამომრჩეველთან, მომესმინა მათთვის და მეც მეთქვა ჩემი სათქმელი ყოველგვარი სიყალბის გარეშე, როგორც ეს წინასაარჩევნოდ სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკოსებს.

თუკი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამირჩევენ, პარლამენტში მისვლის პირველი დღიდანვე დავიწყებ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. ეს არის: საკანონდებლო ინიციატივა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების დაწყებაზე; საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის კანონიერების გამოსაძიებლად, შემდგომში მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნების მიზნით. საქართველოში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების (მეჩაიეობა, მეაბრეშუმეობა და სხვ.) აღდგენის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ინიციატივა; წინ წამოვწევ და, სანამ ჩემსას არ გავიტან, თავს არ დავანებებ მეგრული, სვანური და აფხაზური ენების დასაცავად საკანონმდებლო ბაზის შექმნის ინიციატივას.

მოკლედ, პრიორიტეტად ვაქცევ ყველა იმ საკითხს, რომლებიც წამოსულია ხალხის წიაღიდან, რომლებიც ძალიან აწუხებს ჩემს და არა მხოლოდ ჩემს ამომრჩეველს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემაცაა.

ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის პრობლემა მუდმივად არის ის, რომ მაჟორიტარის არჩევის შემდეგ ვეღარ ხვდებიან თავის რჩეულს, უფრო მეტიც, ხანდახან გვარი და სახელიც კი აღარ ახსოვთ მისი. არ მინდა, მსგავსი რამ მოხდეს ჩემს შემთხვევაშიც. ეს ჩემი მამაპაპისეული კუთხეა და ძალიან მიყვარს აქაური ხალხი, ეს მხარე. ვიცი მათი პრობლემები და გულისტკივილის მიზეზი. ასე რომ, თუკი ამირჩევენ ძალიან ბედნიერი ვიქნები და ვუერთგულებ მათ, მაგრამ, თუ უპირატესობა სხვას მიანიჭეს, მათ მიტოვებას მაინც არ ვაპირებ, ყოველთვის მექნება ურთიერთობა, მათ, ასე ვთქვათ, მაჯისცემას მოვისმენ. ჩემთვის ეს არჩევნები, სხვებისგან განსხვავებით, 31 ოქტომბერს არ მთავრდება…

როგორც აღვნიშნე, ბრძოლა მიმდინარეობს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. მართალია, არ ვიშურებ ენერგიასა და შესაძლებლობებს, მაგრამ პატიოსნად მებრძოლი ადამიანისთვის ასეთ ბინძურ ბრძოლაში გამარჯვება ერთობ ძნელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველაზე ბინძურად ე.წ. ნეოლიბერალური ოპოზიცია იქცევა.

ძალიან მოტივირებული ვარ მას შემდეგ, რაც ფეხით შემოვიარე ყველა ის რაიონი, ყველა სოფელი სამეგრელოსი, სადაც წარდგენილი ვარ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ან როგორ შეიძლება, არ იყო ადამიანი მოტივირებული საქმის კეთებისთვის, სიკეთის კეთებისთვის, როდესაც ნახავ საქართველოს სოფლებში არსებულ გაჭირვებას, როდესაც ნახავ გლეხის დაუფასებელ შრომას. წარმოუდგენელია ამ ხალხის ღალატი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოვხვდები პარლამენტში, აუცილებად განვაგრძობ ბრძოლას, როგორც სამეგრელოს შვილი, მისი დიდი გულშემატკივარი და მისი მოსახლეობის ჭირ-ვარამის გამზიარებელი. მე სამეგრელოს მოსახლეობამ ისეთი სითბო დამანახვა, რომ აწი გამჩერებელი აღარ ვარ, რადგან ახლა სამეგრელოს მოსახლეობის გულზე მიდევს ხელი და ვგრძნობ, რომ მათი გულისფეთქვა ჩემსას ემთხვევა.

კიდევ გავიმეორებ: ჩემთვის არჩევნები არ მთავრდება 31 ოქტომბერს, პირიქით _ იწყება და ამ დაწყებულ საქმეს ჩემს მხარდამჭერებთან ერთად აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. სამომავლო გეგმები დიდი მაქვს, თანაც ისეთი კი არა, როგორც ამ ქვეყანაში წარმოდგენილი პარტიების უმრავლესობას, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის უპირველესად გასაკეთებელი და საიდან უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. საბედნიეროდ, მიუხედავად ჩემი და ჩემი წარმდგენი პარტიის მწირი ფინანსური შესაძლებლობებისა, მაინც მოვახერხეთ, რომ ხალხის ყურამდე მიგვეტანა ამბავი _ საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც გამოსავლის პოვნა შეუძლიათ, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ჩიხიდან და გაუსაძლისი ყოფიდან გამოიყვანენ.

როდესაც “პატრიოტთა ალიანსს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენაზე დავთანხმდი, პროგრამა-მინიმუმი და პროგრამა-მაქსიმუმი დავსახეთ, სამუშაოდ ბევრი არც დრო მქონდა და არც ფინანსები, პომეზურად რომ ჩამეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, პროგრამა-მინიმუმი წარმატებით შევასრულე, ხალხმა ჩვენი იდეები გაიცნო, ჩვენს ქვეყანას საღად მოაზროვნეთა გუნდი რომ ჰყავს, გაიგეს და ახლა უკვე იციან, რომ, თუ ერთად დავდგებით, სამშობლოსთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ; იციან, რომ ჩვენ ხალხის მოსმენა შეგვიძლია, შეგვიძლია ქვეყანაში არსებული უმთავრესი პრობლემების გადაჭრა.

მძიმე დღეები გველოდება წინ _ ჯერ რამდენიმე დღეში არჩევნები, შემდეგ უკვე არჩევნების შემდგომი პერიოდი, ვითარებას ართულებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, ამიტომ მინდა, სიმშვიდე ვუსურვო ჩემს ქვეყანასა და ხალხს!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here