Home ახალი ამბები საქართველო ვალერი კვარაცხელია: ვაი, თქვენს პატრონს! დასნეულებული იტალიის გემს ეპატიჟებით?

ვალერი კვარაცხელია: ვაი, თქვენს პატრონს! დასნეულებული იტალიის გემს ეპატიჟებით?

“მართლა გიჟები თუ არ ხართ, რა დროს სამხედრო წვრთნებია?!”

3474
ვალერი კვარაცხელია: ვაი, თქვენს პატრონს! დასნეულებული იტალიის გემს ეპატიჟებით?

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროსთან ნატოს გემების შემოსვლას გამოეხმაურა:

“ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის რამდენიმე ხომალდი შემოვიდა _ იტალიის, კანადის, რუმინეთის, ბულგარეთის. მალე დაემატება თურქეთის ხომალდიც და ერთობლივი წვრთნები ჩატარდება.

ამ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს (საქართველოს ჩათვლით) ჭკუის ნატამალი აქვთ?

თქვე მართლა იდიოტებო, რაღაც ვირუსი შემოვარდა (თუ შემოაგდეთ) და ერთი თვის თავზე კუბოების თვლას ვეღარ აუდიხართ მსოფლიოში. რას დაათრევთ მაგ გემებს წინ და უკან, ვის ემუქრებით, ვის აშინებთ ან რა დროს მაგ ჯართის ტარებაა ზემოთ-ქვემოთ? ერთ სინჯარას მოხსნიან თავს რომელიმე სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში და შვიდი მილიარდიდან შვიდი კაკალი არ დარჩება ამ ცოდვით სავსე პლანეტაზე.

ეს საქართველო მთლად საბრიყვეთად იქცა. იმ დიდ სახელმწიფოებს ეკონომიკა სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე აქვთ მიბმული და მაგ სიბინძურეში უზარმაზარ ფულს მაინც ატრიალებენ. ქართველებს კიდევ, კუმ ფეხი გამოყოო, აგიკვიატებიათ, გინდა თუ არა, ნატოს წევრი უნდა გავხდეთო. ეპიდემიის დროს ცხვირზე მისაფარებელი ჭინჭი არა გაქვთ და სამხედრო ალიანსებში ეტენებით, არ გრცხვენიათ?!

ამ გაქანებული პანდემიის დროს, მართლა გიჟები თუ არ ხართ, რა დროს სამხედრო წვრთნებია?! კომენდანტის საათი გაქვთ გამოცხადებული, სახლიდან ცხვირს ვინც გამოყოფს, სამიათასლარიანი ჯარიმებით დასდევთ კუდში და სასიკვდილო ვირუსით ყველაზე მეტად დასნებოვანებული იტალიის გემსა და სამხედროებს ქვეყანაში ეპატიჟებით?

ვაი, თქვენს პატრონს!” _ წერს ცნობილი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here