Home ახალი ამბები საქართველო ვაი უმეცრებისგან

ვაი უმეცრებისგან

196

ასეთი საშინელი ვითარება, ალბათ, შავი ჭირის მძვინვარების პერიოდშიც არ ყოფილა. რა მოხდა? რატომ აუჯანყდა ადამიანობა ადამიანის ცხოვრების სრულყოფას? საბჭოთა კავშირის ხაალხებმა დიდი სამამულო ომის წლებში საზარელი გაჭირვება გადაიტანეს, მაგრამ ნორმალური ცხოვრების იმედი ყველას ასულდგმულებდა.

განა შეიძლება სოციალურ კეთილდღეობას ნაზიარები ადამიანი მოხვეჭის გაუმაძღრობის მსხვერპლად იქცეს და ათასობით კეთილშობილ მშრომელთა სიცოცხლე ერთიან კვნესად აქციოს?! როცა ადამიანში მოხვეჭის გაუმაძღრობა, მტკიცე, დამსჯელი ხელის შიშით სპორაში შემძვრალი პარაზიტივით გაყუჩებულა მისთვის საჭირო ამინდის მოლოდინში, მტკიცე ხელი მანამდე უნდა მართავდეს ქვეყანას, სანამ მოხვეჭის ცხოველური ინსტინქტი სრულიად არ მოისპობა და ადამიანის შეგნებაში ნორმალურ მოთხოვნებზე მეტის სურვილი კოშმარული სიზმარივით არ გაქრება.

საბჭოთა კავშირში სოციალური კეთილდღეობის დამცველთა რწმენას სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველაზე მძიმე დარტყმა კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროში თავმოყრილმა შეთქმულთა ხროვამ მიაყენა. მოიცილეს სტალინი და ღალატის ბილიკზე შემდგარმა უმეცარმა კარიერისტებმა ღალატით მოკლეს ლავრენტი ბერია და ყველა ის სიბინძურე მიაყარეს, რომელშიც თვითონ ფართხალებდნენ გუბის ბაყაყებივით. საბჭოთა კავშირზე ამერიკის თავდასხმისგან დამზღვევს, უცხოეთის დაზვერვისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის ამომძირკველს, იმპერიალიზმის რისხვასა და საბჭოთა კავშირის უაღრესად თავდადებულ, ნიჭიერ მოღვაწეს იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტობა დასწამეს, გასამართლების სპექტაკლი მოაწყვეს და ბერიად გასაღებულ ვიღაც მსახიობს, მეგრულიც რომ არ იცოდა, დახვრეტა მიუსაჯეს. ასე ჩამოიცილეს გზიდან სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მათი მუხთლობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო. მოხდა შენიღბული ანტისაბჭოთა კონტრრევოლიციური გადატრიალება. ამის გამჟღავნება ხუნტისათვს სახიფათო იყო, რადგან სტალინისა და სოციალური კეთილდღეობისადმი რწმენა მტკიცე გახლდათ. ამიტომ საბჭოთა კავშირის გარეგნული სახე შინარჩუნეს, მაგრამ შიგნით წყობა ისე ააქოთეს, რომ თვითონაც აერიათ თავგზა.

ხელისუფლების სათავეში გამძვრალი გასაოცარი უწიგნური, გათავხედებული მასხარა ავანტიურისტი ნიკიტა ხრუშჩოვი ქვეყანაში დაშლიგინებდა და თავისი ბეცი ჭკუით გამოჩეკილ ბოდვებს აკანონებდა, დასავლეთში კი ამას ხრუშჩოვის დათბობის პოლიტიკა შეარქვეს. შავბნელი, მავნებელი ელემენტები უდანაშაულოდ დასჯილებად გამოაცხადეს, მათაც თავიანთი ამინდის დადგომით მოქმედების ფართო ასპარეზი მიეცათ, შეთითხნილი და გამოგონილი სიცრუის ცილისმწამებლური ყბედობის კორიანტელი დააყენეს. დადგა ამინდი, რომ პირდაპირ შეეტიათ სოციალისტური ცხოვრების მყარი საფუძვლებისათვის და აშკარად დაიწყეს სტალინის პიროვნების კულტად სამარცხვინოდ შეთხზული ბრალდებების ბოდვა. შედეგად განხეთქილება შეიტანეს მსოფლიოს მშრომელთა ერთიან კომუნისტურ მოძრაობაში და ყველაზე ერთგულ, დიდ, მეგობრულ ჩინეთს მტრად გაუხდნენ. ახლა ქვეყანა რწმენას კი არა, ძალის პოლიტიკას ეყრდნობოდა.

როგორც იყო, პოლიტბიუროში გონზე მოვიდნენ და ქვეყნის საზიანოდ თავაწყვეტილი ხრუშჩოვი გადააყენეს, მაგრამ მისმა მხარდამჭერმა ავანტიურისტმა ჯარის ამოქმედების მუქარით ხრუშჩოვი გადაარჩინა, მანაც ამაგი “დაუფასა” და უზომოდ აღზევებული ჟუკოვი მოხერხებული კვანტით მოიშორა. სტალინის ადამიანთა საკეთილდღეოდ თავდადებული და ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგად კომუნისტური პარტიის ერთგულების რწმენას ბზარი გაუჩნდა.

პარტიულ და სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხრუშჩოვის ერთგული ელემენტები წამოსხდნენ და თავიანთი მანკიერი აზროვნებით გვარიანად დააბინძურეს ისედაც გზას აცდენილი ცხოვრება. მათი სავალალო უნიათობით გაწბილებული ხალხის მთავრობისადმი ნდობა უნდობლობამ შეცვალა. სტალინის ბრძნულ გზას აცდენილი მძლავრი და წარმატებული მსოფლიოს დომინანტი ქვეყანა დაიმშა. საბჭოთა კავშირის თავდაჯერებული კარიერისტი ხელმძღვანელების უცოდველობის მითი სამარცხვინო ანეკდოტების პროდუქტად იქცა. ახლა უკვე ხრუშჩოვის თავხედობით შეძრწუნებულმა მისივე შერჩეულმა “ვერხუშკამ” გადააყენა ხრუშჩოვი, მაგრამ საბჭოთა კავშირის სოციალურ სიკეთეს და მთლიანად მსოფლიოში მშრომელთა კეთილდღეობისათვის ერთიან ბრძოლას ყველაზე მძიმე დარტყმას პოლიტბიუროში გამძვრალი ხუნტელთა ხროვა აყენებდა. სპორიდან გამოძვრა პარაზიტი და ჯანმრთელი სოციალისტური ორგანიზმის ღრღნა დაიწყო. კორუფცია, მექრთამეობა, მომხვეჭელობა, ბურჟუაზიული ჭაობის სიმყრლე ამოძრავდა და ქვეყნის დამანგრეველ ძალას იკრებდა.. ყალბ წარმატებებზე პომპეზური საზეიმო აურზაური. მიწერებით მოპოვებული ციფრებით შრომის გმირობაზე, ორდენებსა და გარდამავალ დროშებზე ნადირობამ ზნეობრივ-მორალური ყველა ბარიერი წალეკა. ქვეყანაში მოჩვენებითი კეთილდღეობის აჩრდილი დაწანწალებდა. ხალხისთვის მებრძოლის ნიღბიანი კომუნისტურივერხუშკასოციალური კეთილდღეობის საფუძვლებს უმეცრის მონდომებით ამახინჯებდა. საბჭოთა კავშირის ხალხები ამ უზარმაზარ ქვეყანაში ერთიანი სამშობლოს რწმენით ერთმანეთთან ძმურად და მეგობრულად რომ ცხოვრობდნენ, სეპარატიზმის შხამმა ქვეყნისა და საკუთარი თავის უბედურებად გააბოროტა. დაიწყეს იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ასე ამაყად და ნებივრად ისხდნენ. სეპარატიზმის ბოროტმა ბაცილამ რუსეთშიც იპოვა ნაყოფიერი ნიადაგი და კარიერისტ ე.წ. ელიტაში გაიდგა ფესვები. საბჭთა კავშირის კომუნისტური პარტია ბოლოს ისე გადაგვარდა და გაიხრწნა, ყალბ დიდებაზე ტრაბახში დაეშალა საბჭოთა კავშირი და თვითონაც ზედ მიჰყვა.

კაცობრიობის ისტორიაში არ მოიძებნება მიხეილ გორბაჩოვის მსგავსი ქვეყნის დამაქცევარი ყეყეჩი თავკაცი და მის მიერვე აღზევებული გამოუფხიზლებელი ლოთი ელცინი. დაშალეს საბჭთა კავშირი და სტალინის პერიოდში დიდების ზენიტში აყვანილი რუსეთი ისე დააკნინეს, რომ მის დასაქუცმაცებლად ნატოს ქვეყნები მგლების ხროვასავით პირზე მომდგარ დორბლს ვეღარ იკავებდნენ. საერთაშორისო შეთანხმებებიც მოტყუების, თვალთმაქცობისა და ძალის პოლიტიკის ქარის ქროლვას აყოლილი ფოთოლივით, საიდანაც დაუბერავს, იქით იხრება. ყეყეჩ გორბაჩოვსაც შეჰპირდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. ღალატით გონდაბინდული საბჭოთა კავშირი ყოფნა-არყოფნის ბურანში დათვივით თვლემდა. საკმარისი იყო მისთვის გამოფხიზლების ვაქცინად ერთგული მამულიშვილების გაბრძოლება, რომ დასავლეთის თვალთმაქცობები გორბაჩოვის ღალატიანად მოუსავლეთში მოესროლათ, მაგრამ მუხთლობის მსხვერპლი საბჭოთა კავშირი კი არ გარდაიცვალა, მოკვდა. მძლავრი მეგობრის დაცემითა და ღალატით თავგზაარეულ ევროპის დემოკრატიულ რესპუბლიკებშიც ძალაუფლება ხელთ იგდეს სოციალიზმის მტრებმა, რუსოფობიით მოწამლულმა ლიბერასტებმა და ყველა ნატოში შეგრიალდა. მათ ყოფილი საბჭოთა კავშრის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც მიჰყვნენ. საბჭოთა კავშირში კი სახალხო ქონების განიავება, დატაცება ისე მძვინვარებდა, რომ პატიოსან მშრომელებს არსებობის საშუალება მოესპოთ. არც სამოქალაქო და არც სამამულო ომს ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქვეყნისთვის, რაც შეძლო გადაგვარებულგახრწნილი არსებების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში შეძრომამ. სოციალისტური კეთილდღეობის მშენებელი ქვეყანა ველური კაპიტალიზმის ბრჭყალებში მოექცა. განგებამ რუსეთი საბოლოოდ მაინც არ გაწირა, პუტინმა შეაჩერა მისი დაკნინების პროცესი, მაგრამ რაღა დროს!.. რუსეთი საბჭოთა კავშირისდროინდელი დიდებიდან აჩრდილიღა დარჩა.

ნატოშიც დაუდგათ ამინდი რუსეთის არაფრად ჩაგდებისა და საზარელი ძალადობით გაწეწეს მისი ერთგული რწმენით და სისხლ-ხორცით მეგობარი სერბეთი, თავისი ტერიტორიის მთლიანობისთვის რომ იბრძოდა. ჩამოაჭრეს კოსოვო და დამოუკიდებლად გამოაცხადეს, მას ჩერნოგორიაც მიაყოლეს. სერბეთს აუკრძალეს ირგვლივ მცხოვრები სერბების ინტერესების დაცვა. ახლა ვოევოდინაც, სურთ, ჩამოაჭრან და შემდეგ გადავიდნენ მის სამთავროებად დაყოფაზე. ჰააგის საკუთარი ტრიბუნალი დააწესეს და პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც თავისი ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, საპატიმროში გაასაღეს. მას სხვებიც მიაყოლეს. თავიანთი აგენტი სააკაშვილი არ გახსენებიათ, რუსი სამშვიდობოები რომ დახოცა, საქართველოს საზიანოდ სამხედრო ავანტიურა წამოიწყო და დღესაც ქართველი ხალხის უბედურებად ამღვრევს ცხოვრებას.

რაც ლიბიაში ჩაიდინეს, ჩინგიზხანს არ დაესიზმრებოდა. სოციალური სიკეთით ნებივრად მცხოვრებ ლიბიელებს გრანდიოზული სარწყავი სისტემა, მთელი უდაბნოს წალკოტად გადაქცევას რომ უქადდა, ისე მოუშალეს და გაუნადგურეს, რომ ამ თავსდატეხილ უბედურებას საუკუნეების განმავლობაში ვერ დააღწევენ თავს. ყოველივე ამ სიკეთის ავტორის, მუამარ კადაფის, მხეცური მკვლელობა ნათლად აჩენს ნატოს სახეს.

თუ აგრესორობა აგიდუღდა, საბაბის მოძებნას რა უნდა. გერმანელმა ფაშისტებმა ომის საბაბით თვითონ დაარბიეს თავიანთი გლაივიცის რადიოსადგური და პოლონელებს დააბრალეს. ერაყს ატომის ბომბზე წარმოდგენა მისი დამზადების ზღაპარი უბედურებად უქციეს. მსოფლიოს ხალხებს გაკვეთილად უნდა ჰქონდეთ, რომ არსებობს ნატო და საჭიროა სიფხიზლე, რადგან, თუ მიზანში ამოიღო, ვერავინ მიეხმარება.

ადრე ნატომ თითი ვერ გაატოკა, სტალინისდროინდელი ინერციის მქონე საბჭოთა კავშირმა უნგრეთში ფაშისტური ამბოხი რომ მოახრჩო; ვერც ჩეხოსლოვაკიელი სეპარატისტების დაშოშმინებისას ამოიღო ხმა; სამარცხვინოდ დამთავრდა ამერიკანატოს ვიეტნამის ავანტიურა. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთსაც დააკარგვინა სუეცის არხზე კონტროლი, კუბაც გადაარჩინა ამერიკელთა აგრესიას.

პრეზიდენტმა კენედიმ კარიბის ზღვის კრიზისის დროს სამხედროებს ჰკითხა, ომის შემთხვევაში ერთი ატომური რაკეტაც თუ დაეცემა შტატების ტერიტორიაზეო? ამის გარანტიას ვერ მოგცემთო. მან კარგად იცოდა, ერთი ბომბის ჩამოვარდნაც რა უბედურება იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. შედეგად, თურქეთიდან გაიტანეს ატომური რაკეტები და დაშოშმინდნენ. კორეის ომის დროს ამერიკის ჯარის სარდალმა მაკარტურმა მოითხოვა, ატომური ბომბები გამოეყენებინათ მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად. დასავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა ქვეყანა შეყარეს, საბჭოთა კავშირი შენ ვერ მოგწვედება, ჩვენ კი გადაგვბუგავსო. რა ხდება ახლა?

თავისი პრობლემების მოგვარებით დაკავებულ რუსეთს რუსოფობიით მოწამლული ყოფილი მოკავშირეები მკბენარებივით დაასიეს, ბიოლაბორატორიებისა და ამერიკის სამხედრო ბაზების ალყაში მოქცეულს “ფერადი რევოლუციების” ხანძარი აუგიზგიზეს. რუსეთი კი ახალგაღვიძებული ჰერკულესივით თვალებს იფშვნეტდა. გამოფხიზლებულმა სირიის საბოლოოდ გაპარტახება შეაჩერა და პრეზიდენტი ბაშარ ასადი კადაფის საზარელი ბედის გაზიარებას გადაარჩინა. როცა იმპერიალიზმის მიერ გამოკვებილი ფაშიზმი პირველად მოუბრუნდა დასაკბენად საბჭოთა კავშირს, მას ერთი მოკავშირე ქვეყანაც არ ჰყავდა. ახლა რუსეთს მსოფლიოში უძლიერესი ჩინეთი უდგას მხარში და მრავალი ქვეყანა მეგობრულად არის განწყობილი; ესენი კი სანქციებით უპირებენ დაკნინებას. რამდენჯერაც სანქციები გამოიყენეს, თვითონ გაუხდათ თავში საცემად, რუსეთი კი უფრო გაძლიერდა, რადგან, რაც სჭირდებოდა, ყველაფრის წარმოება თვითონ დაიწყო. უკრაინა _ ასეთი სახელმწიფო ისტორიას არ ახსოვს, კიევის რუსეთის არსებობა კი ყველამ იცის. უკრაინა და რუსეთი რამ გაყო? ორივე ერთია. ოქტომბრის რევოლუციის შედეგად ნატოს წინამორბედმა ანტანტამ სეპარატისტი პეტლიურა რომ გამოაცხო უკრაინის შეფად, შინაური და გარეული მტრები ყოველი მხრიდან რომ უტევდნენ, ჯერ კიდევ ახალფეხადგმულმა რუსეთმა ერთი შებერვით გააქრო. ტაკიმასხარა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას რომ მიაწერა, ხმა არავის ამოუღია, რადგან უკრაინა და რუსეთი განუყოფელი იყო. ახლა ნატო ასე აქტიურად რომ აქეზებს უკრაინელებს მეგობარი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხისთვის სიკეთე უნდა თუ სურს, რომ ამ ხალხებმა ერთმანეთი დაჭამონ? ფაშისტი დამნაშავეები რომ არ დაესაჯათ და ფაშიზმი არ აეკრძალათ, იმდენი ნაყაჩაღარი სიმდიდრე ჰქონდათ, ფეხზე წამოდგებოდნენ, მრავალ ობივატელს ფაშიზმით მოწამლავდნენ და მსოფლიოს უბედურებად კიდევ მოევლინებოდნენ. ფაშისტებს ცოცხალი ადამიანი ცხედარზე არ მიუკრიათ და მთელი ღამე ასე არ დაუგდიათ, ფაშისტებიც კი არ გაიხრწნენ ამ დონეზე, ნაციონალებმა კი ადამიანის მხეცად გადაგვარების რეკორდი დაამყარეს. რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩარევით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან ურთიერთობის დათბობა ძალას იკრებდა, უკვე გამოიკვეთა მათი შემოერთების პერსპექტივები და დასავლეთმაც არ დააყოვნა, მათთვის გამზადებულ ნიადაგში ჩათესლა ლიბერასტული ბაცილის მქონე, რუსოფობიით შენელებული ქართველთ უბედურება _ ნაციონალები. მათაც თავიანთი მწვრთნელების მიქსევით უაღრესად დაძაბეს გათიშულ რეგიონებთან ურთიერთობა.

საქართველოს დაქუცმაცების მცდელობით კონსტიტუციური სასამართლო ბათუმში, პარლამენტი კი ქუთაისში გადაიტანეს და დაიწყეს მთავრობის სახლის მშენებლობა. ცხინვალში შეიჭრნენ და საერთაშორისო მანდატის მქონე რუსი სამშვიდობოები დახოცეს; ეს ავანტიურა რუსეთ-საქართველოს ომად გაასაღეს. სამამულო ომში დაღუპული ქართველი მეომრების ობელისკების ვანდალური რბევა, საქართველოს ისტორიისა და რუსეთ-საქარველოს ურთიერთობის გაყალბების სამარცხვინო კამპანია წამოიწყეს; ქართველ ხალხს აღვირახსნილი ძალადობა და ტერორი დაატეხეს თავს.

გამწარებულმა რუსეთმა კი რუსოფობიის ცოფიანი ნაგაზის პარპაშის ტყვე, მისივე მეგობარი ქართველი ერი ნატოს სერბეთზე თავხედური ძალადობის საპასუხოდ იმავე ნატოს მეთოდით დასაჯა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებლად გამოაცხადა. საკმარისია რუსეთთან მეგობრობის აღდგენა, რომ საქართველო კვლავ გაერთიანდეს. ამიტომ დასავლეთის ლაქიებად გაწვრთნილ და გამოკვებილ პარტიებად წოდებული ლიბერასტებისა და არასამთავრობოების ღავღავი არ წყდება. ნაციონალი ბაბუინები კი რუსეთისკენ სასიკეთოდ გახედვის მცდელობას ასპიტის გაავებით გესლავენ. გვეგონა, როგორც იქნა, ნაციონალი ჭირი მოვიცილეთ, მაგრამ “ქართულ ოცნებას” იმდენი უავტორიტეტო პარაზიტი, უცხოეთის აგენტი დაესია, რომ მაღლა არ აახედეს. იმის მაგივრად, რომ ნეონაცისტური უბედურება ფაშიზმივით აეკრძალათ, დასავლეთის სურვილით, ქვეყნის მოღალატე ლიბერასტების კოაბიტაციად წოდებულ შერიგების ყბედობას აჰყვნენ.

ქართულ ოცნებასდაავიწყდა, რომ მორიელი კბენისთვის არის დაბადებული და უნდა გაისრისოს, მით უმეტეს, თუ ქართველი ხალხის დასაგესლადაა გამოჩეკილი, მაგრამ რა ქნას, როცა დასავლეთს მისი ხელისუფლებიდან გადმოსაგდებადფერადი რევოლუციაცარ დასჭირდება. ჰოდა, ესეც ნატოსა და ევროკაშირში შესვლის საპნის ბუშტად გაბერილი ილუზიის დინებას მისდევს

თურმე ევროპაში ვბრუნდებით. როდის ვიყავით ევროპაში?! ისტორიკოსებად მოზელილ ლიბერასტ პოლიტიკოსებს არც იმის შერცხვებათ, რომ მომავალ თაობებს უმტკიცონ, შუამდინარეთი ადრე ევროპა იყოო, როგორც ხუთჯვრიანი დროშა, ჯვაროსნები კონსტანტინეპოლის დარბევისას რომ აფრიალებდნენ, საქართველოს უძველესი სიმბოლოაო. ევროკავშირისა და ჯვაროსანთა ხუთჯვრიან დროშებთან გამოჭიმულ უცხოეთის მარიონეტებს ეს ისე არ აშფოთებთ, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობით ტრაბახი.

რომელი ნატოს იმედი აქვს საქართველოს, რომელიც სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით მეორე იყო ავღანეთში? რად იმტვრევთ თავ-პირს იქ, სადაც შენი ადგილი არ არის და ახირებული ბავშვის მეტიჩრობით დამცინავ ღიმილს ჰგვრით ნატოს წევრ ქვეყნებს, იმიტომ, რომ წაექეზებინეთ, ნატოს კარი შენთვის ღიააო?

ავღანეთიდან სამარცხვინოდ გამოპარულ ამერიკელებს, უამრავი თანამედროვე სამხედრო ტექნიკა თალიბებს რომ შეატოვეს, ვინმემ ჰკითხეთ, რატომ ჩაიდინეს ეს?! შენ “სტრატეგიულ პარტნიორობას” რომ იბრალებ ძერას ადევნებული ბუზივით, იცი კი, რა უნდა ძერას?! ან ვის შეუძლია განმარტოს, რისთვის დაიღუპნენ იქ ქართველი ვაჟკაცები?!

რა მოგვცა დასავლეთის ლაქუცმა _ საავიაციო მეტალურგიული, ჩარხმშენებელი, ელმავალმშენებელი, ავტო და გემთმშენებელი ქარხნები აგვიშენა, ააყვავა სოფლის მეურნეობა და საქართველო მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ-აგრარულ რესპუბლიკად აქცია? მას ბანანის ქვეყნებს უკან ევროპული დროშების ფრიალით მიმავალი, დაკნინებული და გაღატაკებული საცოდაობა სჭირდება, ლუკმის მიგდების მომლოდინე გოშიასავით, საითაც მოისურვებს, იქით რომ აყეფოს!

ჩრდილოატლანტიკურ მბრძანებელთა ხელში დემოკრატიას ისეთი ჯადოსნური თვისება აქვს, რომ მისი დაცვის საბაბით კაცთმოძულეთა დიქტატურის დამყარება შეიძლება. ასე დაამხეს მაიდნის სისხლიანი ამბოხით კანონიერი ხელისუფლება უკრაინაში, ძალაუფლება ნეოფაშისტ ბანდერელებს ჩააბარეს და უკრაინის მოსახლეობა იმ ბანდიტებს მძევლად შეატოვეს, გერმანელ ფაშისტებთან ერთად ხალხის სასტიკი აწიოკებით რომ ისახელეს თავი. დასავლეთში გაქცეულები ამერიკელ სამხედროებს ჩაბარდნენ.

 ბანდერელებმა საქართველოდან უკრაინაში გადახვეწილი ნაციონალი დამნაშავეები დიდი პატივით მიიღეს. საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა მათი გადმოცემის შესახებ უარყვეს და დღემდე თბილად ჰყავთ ჩახუტებული. თითქმის სრულად რუსულენოვან უკრაინაში რუსულად ლაპარაკი დანაშაულად ჩათვალეს; სამამულო ომში დაღუპულთა ობელისკების დარბევა დაიწყეს; რუსეთის უძველეს ქალაქ კიევში მოსკოვის პროსპექტს ხალხის საძულველი ბანდერას სახელი დაარქვეს. რა ჩამოთვლის მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს… ნატოსაც ქვეყნების უბედურებად გაუნებივრდა ამბიციები და უკრაინის დენთის კასრად გადაქცევას შეუდგა. ოჩაკოვო _ სუვოროვის მხედართმთავრული ტალანტის სიმბოლო, სამხედრო ბაზად აქციეს. სერბეთიდან დაიწყეს და ახლა რუსეთს ცხვირწინ უტრიალებენ მუშტს. ბოლოქანქარა რასმუსენიც ბაბაჯანას ქოშებივით შეკოწიწებულ ნატოში ახალი ნაკუწების მიკვრის დაპირებებს უმეცრის გულუხვობით არიგებს.

მრავალი თავხედობით გაღიზიანებული რუსეთი იძულებული შეიქნა, ნატოს პროვოკაციების აღსაკვეთად და უკრაინის მოსახლეობის ბანდერული ნეოფაშისტების მძევლობიდან დასახსნელად სამხედრო ოპერაცია დაეწყო. ახლა დასავლეთი და მისი ლაქიების ხროვა ქვეყანას რომ ყრიან ვითომ უკრანელთა დასაცავად, რას ფიქრობდნენ რუსეთის განუყოფელი ნაწილის, მისი ტყუპისცალი უკრაინის ნეოფაშისტების საჯირითოდ გადაქცევისას?!

საქართველოს სხეულზე პარაზიტებად ჩათესილი ხალხის საძულვილი ლიბერასტები, გარყვნილი სექსუალური მანიაკები, ნეოფაშიზმის შხამიანი ცურნაწოვი ნაციონალი ბაბუინები, უავტორიტეტო პარტიების დამყაყებული, ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ვაიპოლიტიკოსები ანტირუსული ფსიქოზით დაავადებულთა ღვარძლს ქართველი ხალხის სახელით რომ ანთხევენ, საქართველოს უბედურება თუ დაატეხეს თავს, ქართველი ხალხის სუსხიანი სამსჯავროდან ევროატლანტიკური წამქეზებლები ვერ გადაარჩენენ…

გივი სომხიშვილი,  მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here