Home ახალი ამბები მსოფლიო “ეს ანტიდემოკრატიული, არასამართლიანი და მიუღებელია!”

“ეს ანტიდემოკრატიული, არასამართლიანი და მიუღებელია!”

“ფიდესი” ევროპის სახალხო პარტიას ტოვებს

516
“ეს ანტიდემოკრატიული, არასამართლიანი და მიუღებელია!”

უნგრული პარტიაფიდესის” (უნგრეთის მოქალაქეთა კავშირი) დეპუტატებმა ევროპარლამენტში უდიდესი ფრაქცია ევროპის სახალხო პარტიის რიგებს დატოვებენ, _ ესფიდესისხელმძღვანელმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერ მანფრედ ვებერს აცნობა.

ეს არის “ფიდესის” პასუხი ევროპის სახალხო პარტიის გადაწყვეტილებაზე, კენჭი ეყარათ “ფიდესისთვის” ფრაქციის წევრობის დროებით შეჩერებაზე.

მანფრედ ვებერისთვის გაგზავნილ წერილში ვიქტორ ორბანი წერს, რომ იმ მომენტში, როცა ასიათასობით ევროპელი ჰოსპიტალიზებულია და ექიმები დაავადებულთა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, ევროპის სახალხო პარტია ცდილობს, შეზღუდოს ევროპარლამენტში კანონიერი გზით არჩეული “ფიდესის” წარმომადგენლების მოღვაწეობა.

“ეს ანტიდემოკრატიულია, არასამართლიანი და მიუღებელია!” _ ხაზგასმით აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here