Home ახალი ამბები მსოფლიო ერდოღანი ახალ სამხედრო ავანტიურას ამზადებს

ერდოღანი ახალ სამხედრო ავანტიურას ამზადებს

714
ერდოღანი ახალ სამხედრო ავანტიურას ამზადებს

ჯერ ჩამცხრალი არ იყო ბრძოლები მთიან ყარაბაღში, სადაც თურქეთმა სირიელიბოევიკებიგადაიყვანა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზადება დაიწყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტში ჩასართველად.

გამოცემა India Today-ი წერს, რომ ანკარას განზრახული აქვს, “ბოევიკების” გაგზავნა ქაშმირში _ ინდოეთსა და პაკისტანს შორის საკამათო რეგიონში. ამით ერდოღანი ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას აზიელ მუსლიმანებზე.

ბერძენი ჟურნალისტი, ანდრეას მაუნტზურალიასი, სირიელ ქურთებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქი ოფიცრები ადგენენ სიებს იმ “ბოევიკებისა”, რომლებიც მზად არიან ჰიმალაიში გასამგზავრებლად. თურქები მსურველებს 2 ათას დოლარს სთავაზობენ. ეს ინფორმაცია უარყო თურქეთის ელჩმა ინდოეთში შაქირ ოზკანმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს თურქეთი რეგულარულად ერევა სხვა ქვეყნების კონფლიქტებში და ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას უცხოეთში. ერდოღანმა რამდენიმეჯერ სცადა სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება, ბოლო კრახით დასრულდა და თურქეთის ლიდერი იძულებული შეიქნა, დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტისთვის მიემართა. ამასთანავე, თურქეთმა ლიბიაშიც გადაისროლა ე.წ. ეროვნული მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი “ბოევიკები”.

news-front.infზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here