Home ახალი ამბები მსოფლიო ეგოიზმი თუ სისუსტე ანუ რა უშლის ხელს ვაშინგტონს, დაეხმაროს თავის მოკავშირეებს პანდემიის...

ეგოიზმი თუ სისუსტე ანუ რა უშლის ხელს ვაშინგტონს, დაეხმაროს თავის მოკავშირეებს პანდემიის დაძლევაში?

204
ეგოიზმი თუ სისუსტე ანუ რა უშლის ხელს ვაშინგტონს, დაეხმაროს თავის მოკავშირეებს პანდემიის დაძლევაში?

ამერიკული თეთრი სახლის მოქმედება თავისი ევროპელი მოკავშირეების პანდემიაში მხარდასაჭერად ბევრ შეკითხვას ბადებს როგორც ანტიამერიკული პოზიციის მქონე ქვეყნებსა და პოლიტიკოსებში, ისე საკუთრივ ვაშინგტონის მოკავშირე პოლიტიკურ ელიტებში. ქვეყანა, რომელიც თავის მსოფლიო ლიდერობაზე ლაპარაკობს, არა მხოლოდ განუდგა თავის პარტნიორებს, არამედ საკუთარი ფარმაცევტული კომპანიების ლობირებას შეუდგა

შედეგად დადგა ანტიამერიკული განწყობების ზრდა მსოფლიოში, ვაქცინის გარეშე დარჩენილი მცირე სახელმწიფოების პანიკა და ამერიკის „საყოველთაო მხსნელის“ იმიჯის შეცვლა „მსოფლიო პოლიციელად“, რომელიც უარს არ ამბობს წვრილმან ულუფაზეც, თუკი ხელში ჩაუვარდა.

როდესაც 2017 წლის იანვარში პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას დონალდ ტრამპი შეუდგა და თავისი თეზისების – „უსაფრთხოების ექსპორტი“ და „ამერიკის ინტერესები უპირველეს ყოვლისა“ პრაქტიკაში რეალიზება დაიწყო, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ბევრმა შვებით ამოისუნთქა. გაჩნდა განცდა, რომ „დემოკრატიის გლობალური ექსპორტი“ დასრულდა და ვაშინგტონში ხელისუფლების სათავეში პრაგმატული ბიზნესმენი მოვიდა, რომელიც მზად არის ნორმალური დიალოგისათვის როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან. მაგრამ კოვიდ 19-ის პანდემიამ მსოფლიოს დაანახა, რომ აშშ-ის ეს ე. წ. პრაგმატიზმი ისტებლიშმენტის არაპროფესიონალიზმის ტოლფასია. დაავადებასთან ბძოლისას ვაშინგტონი ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წაეჩხუბა, შემდეგ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი რესურსების მობილიზების დაბალი შესაძლებლობები გამოავლინა. გარდა ამისა, მთელი მსოფლიო დარწმუნდა – სრულ სიმართლეს ამბობენ ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც ეროვნული ჯანდაცვის სისტემის არასრულყოფილებაზე საუბრობენ. ამერიკულ ჯანდაცვის სისტემას ობამას სამედიცინო დაზღვევის პროგრამა «Obama care» -იც ვერ გადაარჩენდა.

პანდემია მსოფლიო ეკონომიკისთვის ძალზე უსიამოვნო მოვლენა აღმოჩნდა. ყველაფერთან ერთად, მან „ვაქცინების ბრძოლა“ და ამასთან დაკავშირებული საინფორმაციო ომი გამოიწვია. აშშ-ის, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის პოზიცია ამ ბრძოლაში ძალზე სუსტი აღმოჩნდა. ვაშინგტონმა და ლონდონმა ფაქტობრივად საბოტაჟი მოუწყეს COVAX -ის სისტემის ფარგლებში მიღწეულ ყველა შეთანხმებას, რომელიც ვაქცინების განაწილებას შეეხებოდა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მათი წარმოება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ (ეს კი მსოფლიოს უდიდესი ნაწილია). ფაქტობრივად, აშშ-დიდი ბრიტანეთის მხრიდან ითქვა: „უკაცრავად, ჩვენ თავად არ გვყოფნის“.

მაგრამ, რაც უფრო არათანაბრად განაწილდება ვაქცინა მსოფლიოში, მით უფრო დიდ ხანს დარჩება მსოფლიო დახურული საზღვრების პირობებში და ეკონომიკური რეცესია გაგრძელდება. აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლამ არსებითი გავლენა არ მოახდინა პანდემიის პოლიტიკაზე. „მოდერნას“ ინტერესების ლობირება, სხვათა საზიანოდ, გრძელდება. ამერიკა ვაქცინას სხვებს არ აძლევს, მაგრამ თან ბლოკავს უფრო ეფექტურ და იაფ ვაქცინებს. საქართველოს და მისნაირ დაზარალებულ ქვეყნებს დახმარებას არავინ უწევს. სამაგიეროდ, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს „დემოკრატიის ექსპორტის“ განახლებას. მართალია, რუსეთიდან ვეღარ ისახება „ბოროტების იმპერიის“ სურათი, თეთრი სახლის სურვილის საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ქვეყანამ თავისი ვაქცინა „სპუტნიკი“ მთელ მსოფლიოს შესთავაზა, რიგ ქვეყნებში მისი წარმოება დაწყებულია და, მიუხედავად, რესურსების შეზღუდულობისა, დახმარება აღმოუჩინა მთელ რიგ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინა სჭირდებათ.

პანდემიასთან ბრძოლაში აშშ-ის საჩვენებელმა სისუსტემ მეორე უკიდურესობაში არ უნდა ჩაგვაგდოს და არ შეგვაცდინოს. ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ელიტარული მედიცინა მაღალ დონეზე დგას. თუმცა ეს დონე თავად ამერიკელებს არაფერში გამოადგებათ – გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისგან განსხვავებით, ამერიკაში უფასო სოციალური მედიცინა არ არსებობს. ბაიდენს, ისევე როგორც ეს ტრამპს სჭირდებოდა, სჭირდება მხოლოდ პატარ-პატარა პოპულისტური ნაბიჯები მოსახლეობის მხარდასაჭერად, რაც შესრულდა – უღარიბესმა ფენებმა კაცზე ათასხუთასი დოლარის ოდენობის დახმარებმა მიიღეს. ამავე დროს, თეთრ სახლში ვერ ხედავენ აზრს, დაეხმარონ გაჭირვებულებს უცხოებში. ევროპაში მედიცინა უკეთესია, ხოლო აფრიკის და ლათინური ამერიკის უგულებელყოფა, ისევე, როგორც, საქართველოსი, ამერიკისთვის შეიძლება. გარდა ამისა, აშშ-ს ევროპაში სულაც სამხედრო ექიმების კორპუსიც რომ გადაესროლა, პანდემიას ვერ შეაჩერებდნენ, სამაგიეროდ, საკუთარი ელექტორატი აღშფოთდებოდა, რომ მას ტოვებენ დახმარების გარეშე.

ამერიკის შებღალულ იმიჯს, სავარაუდოდ, თვით ვაქცინების დიდი რაოდენობით დარიგებაც ვეღარ გამოასწორებდა ევროპაში, ამიტომ რჩება ისევ ტრადიციული სამხედრო მანევრები და გამოგონილ „საერთო მტერთან“ ბრძოლა, რომლის სახესაც ყოველთვის დახატავენ. ასე რომ, ეგოიზმი, დაფუძნებული მყარ გათვლაზე, წარმოადგენს თეთრი სახლის რეალურ პოლიტიკას პანდემიასთან საერთაშორისო ბრძოლის თვალსაზრისით. ეს პოლიტიკა არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here