Home ახალი ამბები მსოფლიო დრო იხელთეს – საზღვაო “წვრთნები” ნატოს კორონავირუსიანი მეზღვაურებით

დრო იხელთეს – საზღვაო “წვრთნები” ნატოს კორონავირუსიანი მეზღვაურებით

2589
დრო იხელთეს – საზღვაო “წვრთნები” ნატოს კორონავირუსიანი მეზღვაურებით

მსოფლიო მოიარა ცნობამ, რომ კორონავირუსმა თუ ვინმე დასცა ბეჭებზე, ეს არის არა რომელიმე სახელმწიფო, არამედ ამერიკული სამხედრო ფლოტი. სამი ავიამზიდი _ “თეოდორ რუზველტი”, “რონალდ რეიგანიდანიმიცი”, რომლებზეც ათასობით სამხედრო მსახურობს, სავსეაკოვიდ-19”-ით დაავადებული მეზღვაურებით.

შავ ზღვაში შემოვიდნენ ნატოს გემები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასევე არიან სახიფათო ვირუსით ინფიცირებულები, მაგრამ საქართველოს მთავრობა და ე. წ. ოპოზიცია, რომლებიც ქართველ ხალხთან დიდი ჰონორით არიან და თავს გვამადლიან _ არიქა, ბუნებრივ აირზე მარტის გადასახადი გაგიუქმეთ და ევროპიდან გამორეკილი ემიგრანტები შინ გადმოვაფრინეთო, ნატო-ამერიკასთან თითმოკაკულები დგანან ფეხის წვერებზე.

მართალია, ნატოს სამხედრო გემებს შორის ამერიკული არ არის, მაგრამ ევროპის კორონავირუსის ცენტრიდან – იტალიიდან, საქართველოს სანაპიროსთან ამაყად დადგა იტალიური ხომალდი  ITS VIR­GINIO FASAN-ი, აგრეთვე, HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი), BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი). მათთან ერთად ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი _ “დიოსკურია” და “ოჩამჩირე”. ნატოს გემებზე მყოფმა მეზღვაურებმა კორონავირუსის გადადების საფრთხეში ჩააგდეს ქართველ კოლეგები.

აი თურმე რატომ აალაპარაკეს სხვანაირად ჩვენი ექიმები და ივლისამდე და სექტემბრამდეც კი გადაადებინეს “პანდემია” _ როგორც ჩანს, თავს იზღვევენ ამ ერთობლივი მანევრებით ეპიდემიის კიდევ უფრო გავრელების გამო. დასავლელ “პარტნიორებს” გემზე სიცხის გაზომვასაც ვერ გაუბედავენ ჩვენთან გამბედავი ქართველი სახელმწიფო მოხელეები. ახია ჩვენზე _ “დარჩი სახლში!”

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here