Home რუბრიკები საზოგადოება დიუციფონი _ პრინციპულად განსხვავებული მოქმედების საბჭოთა პრეპარატი ვირუსების წინააღმდეგ

დიუციფონი _ პრინციპულად განსხვავებული მოქმედების საბჭოთა პრეპარატი ვირუსების წინააღმდეგ

1444
დიუციფონი _ პრინციპულად განსხვავებული მოქმედების საბჭოთა პრეპარატი ვირუსების წინააღმდეგ

სსრკში გამორჩეული სამხედრო ქიმიკოსი ლეონიდ რინკიკოვიდ-19”-ის პანდემიასთან ბრძოლის თავის ვარიანტს გვთავაზობს, რომელსაც საფუძვლად უდევს საბჭოთა პრეპარატი _ ლეგენდარული იმუნომოდულატორი, რომლის წყალობითაც დაამარცხეს ისეთი საშინელი დაავადება, როგორიც არის კეთრი. როგორ მუშაობს ეს წამალი? ამ საკითხზე მეცნიერი ინტერნეტგამოცემავზგლიადსესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:

“პროფესორი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონიდ რინკი ცნობილია, როგორც საუკეთესო საბჭოთა სამხედრო ქიმიკოსი. 1990-იან წლებში, როცა რუსეთში სამხედრო-ქიმიური სამუშაოები შეჩერდა, რინკი კონტრაქტით მუშაობდა ორგანული სინთეზის ტექნოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტის ლეპრის (კეთრის) იმუნო-ქიმიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში.

ლეონიდ რინკმა ლაბორატორიის დირექტორთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლოზ გოლოშჩაპოვთან ერთად შეიმუშავა პრეპარატ დიუციფონისა და მისი ანალოგების გამოყენების მეთოდები. პრეპარატი ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულატორია და ახშობს პათოგენური მიკროორგანიზმებისმოღვაწეობას”. ეს იყო არა ვაქცინა კონკრეტული გამომწვევის წინააღმდეგ, არამედ ორგანიზმშიყველაფერი მავნესგამანადგურებელი. მაგრამ ეს ლაბორატორია დაიხურა და პრეპარატის გამოშვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტიანობა დადასტურებული იყო, შეწყდაშემდეგ რინკი ხელმძღვანელობდა ქიმიისა და ელემენტარული შენაერთების ტექნოლოგიების რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკურად აქტიური ნივთიერებების ლაბორატორიას, მოგვიანებით _ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის ნანოტექნოლოგიებისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების აგროსამრეწველო ცენტრს, აგრეთვე, თანამშრომლობდა კერძო ქიმიურ კომპანიებთან.

პროფესორმა ლეონიდ რინკმა განაცხადა, რომ სრულყო პრეპარატი დიუციფონი და გამოასწორა მისი პრინციპული ხარვეზი _ წყალში ცუდი ხსნადობა, შესაბამისად, სისხლის პლაზმაშიც. მეცნიერს მიაჩნია, რომ ამიერიდან პრეპარატი აუცილებლად უნდა გამოიყენონ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

_ პროფესორო, რა არის თქვენი მეთოდის არსი?

_ ადრე თუ გვიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან, მაგრამ ამას დასჭირდება დრო. ვირუსი მუტაციას განიცდის და საჭირო იქნება ახალი ვაქცინა. ჩვენი პრეპარატი _ ეს არის ვაქცინის დამატება. ამ ალგორითმსთავდასხმა და არა თავდაცვავუწოდეთ. იმუნიზაცია _ ეს არის პირველი ეტაპი. ალგორითმის მეორე ეტაპია _ ორგანიზმში ძველი და ახალი ვირუსების ლიკვიდაცია.

ამჟამად ადამიანები გადაჰყავთ კლინიკებში, ეძებენ კონტაქტებს, პანდემია მაინც ვრცელდება _ იმატებს დასნებოვნებულთა რაოდენობა. თავიდან უნდა ავიცილოთ ადამიანების დაღუპვა. რისკის ზონაში არიან ხანდაზმული ადამიანები, თანაც მათი ნაწილი სახელმწიფოებს მართავს და, ასე ვთქვათ, იღებს გადაწყვეტილებებს.

ამ ადამიანების სუსტი წერტილია დაქვეითებული იმუნიტეტი, რომელიც წლების მატებითაა გამოწვეული. ამის გამო ისინი ვერ უმკლავდებიან ამ სენს, ისევე როგორც სხვა დაავადებას. ხანდაზმული ადამიანების იმუნიტეტი ვერ უმკლავდება ახალ გამოწვევებს.

ჩვენი აზრით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის იმ ადამიანების იმუნიტეტის ამაღლება, რომლებიც დაავადდნენ. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი _ უნდა განხორციელდეს ჯერ კიდევ ჯანმრთელი, არაინფიცირებული ადამიანების იმუნიზაცია, თავდაპირველად, მათი, ვინც ინფიცირების რისკის ქვეშაა _ ვინც მუშაობს კარანტინის პერიოდში, დადის სამსახურში. კორონავირუსი თრგუნავს იმუნიტეტს, შემდეგ კი ორგანიზმსჭამსშიგა კოლონიები, ამიტომაც ვამბობთ: “თავდასხმა და არა თავდაცვა”.

_ როგორც ვხვდები, ლაპარაკია იმუნომოდულატორებზე, მაგრამ თვითონ იმუნომოდულატორებსა დაიმუნიტეტის გაძლიერებისკონცეფციას აქტიურად აკრიტიკებენ და სამედიცინო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მას არც აღიარებს

_ მართალი ხართ. თუ გადავხედავთ იმუნომოდულატორების საერთაშორისო ჩამონათვალს, ვნახავთ, რომ ათიდან ცხრა ასეთი პრეპარატებისა ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, ე.ი., ნივთიერებები, რომელთა მოქმედებაც დამტკიცებული არ არის. აქ ბევრია სპეკულაცია და მათ არ განვიხილავთ, ჩვენ გვჭირდება დამტკიცებულ-დადასტურებული, ზუსტი და ძლიერი აგენტები. და, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით საკითხს, ვნახავთ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა იმუნიტეტის მხსნელი _ დიუციფონი, ლეგენდარული იმუნომოდულატორი, რომელმაც ქვეყანაში კეთრი დაამარცხა, რომელმაც გაიმარჯვა შიდსის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონკურსში. შიდსს კი, ისევე, როგორც კეთრს, აქვს ადამიანის იმუნიტეტის დათრგუნვის უნარი.

ეს პრეპარატი ორგანიზმის იმუნური დაცვის სტიმულატორია, კურნავს ფილტვებს პათოლოგიებისგან და თრგუნავს პათოგენებს. ეს იყო არა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, არამედ იმუნურ და ფილტვების სისტემებში ყველანაირი სენის გამანადგურებელი. ეს ძალიან ძლიერი აგენტია. ის მუშაობს წითელი მგლურას, სკლეროდერმიის, რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ… მე ველოდები ვაქცინას, მაგრამ ჩვენი პრეპარატი ანადგურებს ყველა სენს ერთდროულად _ ძველს, ახალს, ყველაფერს.

_ დიუციფონის ეფექტიანობა კლინიკურად დამტკიცებულია? ეს სადმე აღრიცხულია?

_ რა თქმა უნდა. ეს ხომ კლასიკაა! დიუციფონის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ კლასიკურ ცნობარებში. დიუციფონი სინთეზირებული იყო 1967 წელს ყაზანში, ორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში. პარეპარატმა ბევრი გამოცდა გაიარა, რეკომენდებული იყო სსრკ-ის ჯანდაცვის ფარმაკოლოგიის კომიტეტის მიერ. 1995 წელს ის ჯერ კიდევ შედიოდა სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების სიაში.

_ თქვენ როდის და როგორ დაიწყეთ მუშაობა ამ პრეპარატზე?

_ მე გამიმართლა. როდესაც სამხედრო ქიმიკოსების ლაბორატორია დახურეს (ეს მოხდა 1990 წელს), ჯანდაცვის სამინისტრომ დამავალა, შემექმნა გამოყენების ტექნოლოგია და კეთრთან ბრძოლის ჩარჩოებში დაგვემზადებინა დიუციფონი ლაბორატორიაში. იქ შევხვდი და დავუმეგობრდი პროფესორ ნიკოლოზ გოლოშჩაპოვს, გენიალურ მედიკოსს. მას სურდა, რომ ჩვენ, სამხედრო ქიმიკოსები, დავხმარებოდით მას ამ პრეპარატის სრულყოფაში. 1993 წელს ლაბორატორიამ სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო ინსპექციისგან მიიღო უფლება, ლაბორატორიისთვის დაემზადებინა დიუციფონი პენიცილინის ფლაკონებში.. ამას ეწოდა “საცდელ-ექსპერიმენტული წარმოება”. ვამარაგებდით აფთიაქებსაც. ლაბორატორიამ ფარმაკოლოგიის კომიტეტზე დაამტკიცა ე.წ. ფარმაკოპიური სტატია დიუციფონზე. ეს არის წამლის “პასპორტი” _ დამტკიცებული ფორმულა, თვისებების ჩამონათვალი. 1996 წელს ლაბორატორიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო დიუციფონის, როგორც იმუნოკორექციის საშუალებად, გამოყენების უფლება აივ-ინფექციისა და შიდსის კომპლექსური მკურნალობისას.

_ ექიმი გოლოშჩაპოვი ერთერთ ინტერვიუში ამბობს, რომ იმ საშუალებით, რომლითაც კეთრი დაამარცხეს, შეიძლება ტუბერკულოზისგან განკურნებაც და რომ ესმონათესავე დაავადებებია”.

_ ასეა. ორივე შემთხვევაში დაავადება თრგუნავს იმუნიტეტს, წამლები კი, რომლებსაც ვიყენებდით ლაბორატორიაში, უწინარესად, დიუციფონი, აქტიური იმუნომოდულატორებია. საქმე ის არის, რომ მათში არის ორი თვისება: ერთდროულად, თავს ესხმიან პათოგენებს და აძლიერებენ იმუნურ სისტემას. თანაც, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის მოდულატორები და არა _ აქტივატორები. ამ საშუალებებს იმუნიტეტი ნორმამდე მიჰყავს. 1997 წელს ქვეყანაში კეთრი რეალურად დავამარცხეთ და ეს, დიდწილად, დიუციფონის წყალობით მოხდა. ამის შემდეგ პრეპარატი მონაწილეობდა შიდსის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონკურსში, და გაიმარჯვა! შეიძლებოდა, სხვა დაავადებებზეც გვემუშავა, მაგრამ რა გააკეთეს სახელმწიფო მოხელეებმა _ გამოყვეს ფინანსები კვლევების ჩასატარებლად? ააწყვეს წარმოება? არა, უბრალოდ, დახურეს ლაბორატორია. არადა, ადამიანები ეძებდნენ დიუციფონს.

_ რატომ დახურეს ლაბორატორია? ბიუჯეტში ფული არ იყო?

_ გახსოვთ 1990-იანები, 2000-იანების დასაწყისი? დიახ, სრული ნგრევა… მიმაჩნია, რომ იმხანად მეცნიერება და მედიცინა შეგნებულად, წერტილოვანი დარტყმებით გაანადგურეს.

_ ამჟამად დიუციფონს აწარმოებენ? მისი შეძენა შეიძლება?

_ არა. მას არავინ აწარმოებს, მის თვისებებსა და ექიმის ინსტრუქციას კი ნახავთ ინტერნეტში. დიუციფონი შესანიშნავად უმკლავდება იმუნურ დარღვევებსა და ფილტვების პრობლემებს.

ეს სწორედ ის არის, რაც ამჟამად გვჭირდება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, კეთრისგან განკურნების პროცესში პაციენტები ყოველწლიურად იღებდნენ 900 გ სუბსტანციას. წარმოგიდგენიათ, როგორი უსაფრთხოა (პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ლეპრასა და სხვა დაავადებებთან ერთად მისი გამოყენება შეიძლება ტუბერკულოზისა და ფილტვების არასპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ _ ქრონიკული პნევმონის, ქრონიკული აბსცესის, ბრონქული ასთმის და ემფიზემის. _ რედ).

თუმცა პრეპარატს ჰქონდა მნიშვნელოვანი ნაკლი _ ცუდად იხსნებოდა წყალში, შესაბამისად, სისხლის პლაზმაში. ეს ნაკლი გვაიძულებდა, შეგვექმნა სუსპენზია ძალიან მაღალ ტემპერატურაზე პრეპარატის ინიექციისთვის. პრეპარატს ურევდნენ ძალიან ცხელ შენაერთში. ცხელი ნივთიერების ორგანიზმში შეყვანა კი ძალიან მტკივნეულია _…

_ და თქვენ სწორედ ამ პერიოდში მუშაობდით პრეპარატის კარგად გახსნაზე?

_ დიახ, ასეა. და წელიწად-ნახევრის წინათ ყველაფერი გამომივიდა.

_ როგორ?

_ ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ პრეპარატი სისხლში კარგად გახსნილიყო. შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა დიმიტრი სტრებკოვმა სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში მიმიწვია, 2016 წლიდან ამ ორგანიზაციას ფედერალური ანგროსაინჟინრო ცენტრი უწოდეს და მე იქ ნანოტექნოლოგიის ლაბორატორიას ვხელმძღვანებლობდი. ვმუშაობდით სოფლის მეურნეობისთვის, “კაჟის ენერგეტიკისთვის”… სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დახურეს, მაგრამ მე შევისწავლე სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ნანოაქტივატორები და აღმოვაჩინე, რომ მათგან ზოგიერთი ხელს უწყობს ხსნადობის გაძლიერებას. მეც სწორედ ამას ვეძებდი. ეს აქტივატორები დიუციფონზე გამოვცადე, სხვა ნაკლებადხსნად ნივთიერებებზეც. ძალიან კარგი ეფექტი მივიღე. ახლა ჩვენ გვაქვს პრეპარატის ვერსია, დიუციფონის კლინიკური ეფექტი, მაგრამ ორგანიზმში შეყვანის გაცილებით ეფექტიანი მეთოდით. არანაირი “ცხელი” ჩხვლეტები. პლაზმოფორეზით იმუნიზაცია პლაზმის გამოყოფით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს…

_ უკვე გამოსცადეთ ეს ვერსია?

_ გამოვიყენეთ მოხალისეებზე სამედიცინო ცენტრებში ყველა წესის დაცვითა და ხელწერილებით, კორონავირუსით დაავადებულებზე _ ჯერ არა, უბრალოდ, ვერ მოვასწარით. ახალი პრეპარატი ჯერ რეგისტრირებული არ არის… ეს უნდა გავაკეთოთ. მუშაობა უნდა გავააქტიუროთ. ახლავე. პანდემიის პერიოდში ხომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. ჩვენ ცოტა რაოდენობით ვიღებთ ხსნად პროდუქტს და ეს საკმარისი არ არის.

_ რას დაარქმევთ ახალ ვერსიას? მას თავისი სახელი ექნება?

_ იცით, სახელწოდება ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს!…

ესაუბრა

ანდრეი ვესელოვი

vz.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here