Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთი ურცხვად ცრუობს

დასავლეთი ურცხვად ცრუობს

317

ნაპოვნია უნიკალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დასავლეთის დაპირებას მოსკოვისადმი, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა

გერმანული გამოცემა Der Spiegel იუწყება, რომ ნაპოვნია საარქივო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასავლეთის დაპირება მოსკოვისადმი, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. დოკუმენტი, როგორც Der Spiegel განმარტავს, ბრიტანეთის ეროვნულ არქივში ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოშუა შიფრინსონმა აღმოაჩინა.

ეს დოკუმენტი წარმოადგენს საოქმო ჩანაწერს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების მოლაპარაკებებისა, რომელიც 1991 წლის 6 მარტს ბონში გაიმართა. ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება. დოკუმენტის თანახმად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი იურგენ ჰრობოგი შეხვედრაზე ამტკიცებდა:

“ჩვენ 2+4-ის მოლაპარაკებებზე (გერმანიის გაერთიანების შესახებ, გფრ-ისა და გდრ-ის, ასევე აშშ-ის, სსრკ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მონაწილეობით) ნათლად გამოვხატეთ პოზიცია, რომ ჩვენ არ ვაფართოებთ ნატოს მდინარე ოდერს იქით, ამიტომ პოლონეთსა და სხვებს ნატოში გაწევრებას ვერ შევთავაზებთ”.

იურგენ ჰრობოგის თქმით, მოსაზრება შეთანხმებული იყო ფედერალურ კანცლერ ჰელმუტ კოლთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰანს-დიტრიხ გენშერთან.

აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზეიცი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დათანხმდა: “საბჭოთა კავშირისთვის ნათელი გავხადეთ 2+4 მოლაპარაკებაზე, ისევე სხვა მოლაპარაკებებზე, რომ არ ვაპირებთ, ვისარგებლოთ აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გაყვანით… ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით, არც ფორმალურად და არც არაფორმალურად”. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გზით და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის _ ეუთო-ს ფარგლებში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებისას საბჭოთა კავშირს დაჰპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. ამის შესახებ მან 2021 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “აღარც ერთი გოჯი აღმოსავლეთით, გვითხრეს 90-იან წლებში და მოგვატყუეს. თავხედურად მოგვატყუეს: ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა, ახლა კი, ინებეთ, რუმინეთში, ახლა პოლონეთში შესაბამისი სისტემები გამოჩნდება”. მისივე თქმით, რუსეთმა არაერთხელ გააპროტესტა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება დასავლეთის ქვეყნების ხსენებული დაპირების მოშველიებით: “და გვეუბნებიან: “წერია ფურცელზე სადმე? არა? აბა, მიბრძანდით, არ გვაინტერესებს თქვენი შეშფოთება. და ასე წლიდან წლამდე”.

ნატოს ცრუპენტელა გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმავე დერ შპიგელ-თან ინტერვიუში ურცხვად ამტკიცებდა: “არასდროს არ ყოფილა ასეთი დაპირება, არასდროს არ ყოფილა კულისებს მიღმა ასეთი გარიგება, ეს, უბრალოდ, არასწორია”.

rg.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here