Home ახალი ამბები მსოფლიო დაველოდოთ იმ თაობის მოსვლას?

დაველოდოთ იმ თაობის მოსვლას?

241

საგანგებო სამხედრო ოპერაციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, პროფესიონალი ანალიტიკოსები ფრიად საინტერესოდ მიმოიხილავენ, მაქსიმალურად ორიგინალურად, არგუმენტირებულად და დამაჯერებლად. თავიანთი გადმოსახედიდან. ვერ შეედავები, მაგრამ გაიზიარებ თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა.

მაგალითად, გამოცდილი ჟურნალისტი, წლების განმავლობაში დონბასის მედიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე კონსტანტინე კევორქიანი ამტკიცებს, რომ “სპეცოპერაციის დაწყებისთანავე, ოფიციალური ვერსიის თანახმად, უკრაინელი ხალხი მაქსიმალურად დაირაზმა მომხდური მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ამჟამად გამოაშკარავდა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის, აქტივისტების უმრავლესობისთვის და მთელი რიგი რეგიონებისთვის ომი მხოლოდ მომგებიანი ბიზნესია”.

მაგალითად ასახელებს გალიჩინას და აცხადებს, რომ დასავლეთ უკრაინაში ხორციელდება თანამემამულეთა გაყვლეფის გრანდიოზული გეგმა. გალიჩინელების მაროდიორობამ ისეთი ყოვლისმომცველი ხასიათი მიიღო, რომ უკრაინელი ოფოციალური პირებიც კი ხელმრუდობენ.

“დასავლეთ უკრაინაში ბინების გაქირავების ფასი სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა. ლვოვის სასტუმროებში ფასებმა მინიმუმ ორჯერ იმატა. სად გაქრა სურვილი იმ უკრაინელების დახმარების, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ?!” _ აღშფოთდნენ ლვოვისა და ივანო-ფრანკოვის მერები.

აღმოსავლეთ უკრაინიდან ლტოლვილების დარბევა გრძელდება. მათ შორის ავრცელებენ ფურცლებს, რომლებშიც მოუწოდებენ ომს გამოქცეულ მამაკაცებს კვლავ ჩაებან ომში, ქალებმა მოხალისეობა დაიწყონ, პირადი ავტომანქანები ომის საჭიროებას მოახმარონ. თან ემუქრებიან: თუ ამ “ოქროს წესებს არ დაემორჩილებით, ბიჭები პოლიციიდან, სამხედრო კომისარიატებიდან, ტერიტორიის დაცვიდან უფრო გასაგებად განგიმარტავენ!”

ლტოლვილები ამ მუქარის გარეშეც დატანჯულები არიან.

რუსეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მიღების რიგში მდგარ ლტოლვილებს ჭურვების სამიზნედ იმეტებენ.

და ა.შ. და ა.შ.

რა თქმა უნდა, დასავლეთ უკრაინაში კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, წერს კევორქიანი, ისინი საკუთარ ოჯახებში იფარავენ უსასოოდ დარჩენილ აღმოსავლელებს, მაგრამ ის უმსგავსობა, რომელიც თუნდაც ლვოვში ხდება, ტენდენციად არის ჩამოყალიბებული. “არადა, 30 წლის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ დასავლეთი უკრაინა ერის კულტურისა და სულიერების აკვანია. ომმა ყველაფერი გამოააშკარავა _ მაშინ, როცა ქვეყნის ერთი ნაწილი ღატაკდება, უსახლკაროდ რჩება, მეორე ნაწილი სწორედ ამით მოგებას პოულობს. მაშ, ვინაა პატრიოტი, პატივცემულო ლვოველებო?! დამპალი სულია საქმოსნების და არა პატრიოტების! _ გულდაწყვეტილია პუბლიკაციის ავტორი.

ეს არის ერთი ფრაგმენტი ქვეყანაში განვითარებული პროცესების. მნიშვნელოვანი მახასიათებელი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი. ქვემორე მკითხველებს მოკლედ შევთავაზებთ სხვა ფაქტორების მიმოხილვას.

ანალიტიკოსები ცდილობენ, თავიანთი მოსაზრებები დოგმატიკის გარეშე წარმოგვიდგინონ.

არსებობდა დიადი და უძლეველი საბჭოთა კავშირი, მაგრამ, როცა დასავლეთისკენ გაიხედა, პირველები აუჯანყდნენ “სოციალისტური ბანაკის” ქვეყნები, რომელთა ყურმოჭრილი ყმობის დაუფარავმა გამოვლინებამ გააოცა ზოგიერთი ანალიტიკოსი.

ყმას აიძულებენ, იმუშაოს.

ყურმოჭრილ ყმას სიამოვნებას ჰგვრის ყმობა, ბატონს ფეხსაცმელს რომ ულოკავს. თუ რუსეთისა და აშშ-ის დაპირისპირებაში ამერიკა გაიმარჯვებს, შტატები ისე მოდრეკენ ევროპელებს, როგორც გაუხარდება. ეს უკანასკნელნი დღესაც უკოცნიან ჩექმას ამერიკელებს.

ბევრი მიზეზისა გამო, მაგრამ უპირველესად იმიტომ, რომ ჩინეთი დაეხმარება მათაც და ამერიკელებსაც რუსეთის განადგურებაში. ამერიკელებს სურთ, ათეულობით წლების განმავლობაში კვლავაც იბატონონ მსოფლიოში. ასეთია მათი სტრატეგიული ჩანაფიქრი.

ჩინეთიც სტრატეგიულად აზროვნებს.

მკვეთრად აჩქარებული ტექტონიკური ძვრები ნათელყოფს, რომ აშშ-მა დაკარგა მსოფლიო. მის კონტროლს დღეს ექვემდებარება ქვეყნები, რომელთაგან არც ერთს არ გააჩნია სერიოზული სახელმწიფოებრივი სუბიექტურობა.

გარდა თვით შეერთებული შტატებისა.

ბაიდენისა და სი ძინპინის ახლახან გამართულმა საუბარმა რთულად ჩაიარა, საერთო ენა ვერ გამონახეს და ცხადი გახდა, რომ ჩინეთისთვის შეერთებული შტატებისადმი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება სულაც არ არის სავალდებულო და აუცილებელი, შეერთებული შტატებისთვის კი _ არის. ჩინეთი არაფერს დათმობს. შეერთებული შტატები _ პირიქით, რადგან, რასაც კი ყიდულობენ ამერიკელები ამერიკაში, წარმოებულია ჩინეთში. სანქციების დაწესება ჩინეთისთვის საკმაოდ სასაცილო წამოწყება იქნება.

ინდოეთი, მსოფლიოს მეორე გიგანტი, რომლის საერთო ეროვნული პროდუქტი უახლოეს მომავალში უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროკავშირის საერთო პროდუქტი, არა თუ არ აპირებს, რუსეთს რაიმე სანქცია დაუწესოს, არამედ მკვეთრად ზრდის რუსეთის ენერგოშემცველობის შესყიდვას და ინდური სამედიცინო პროდუქტების _ წამლების და ა.შ. მიწოდებას.

ცნობისთვის: ამერიკაში მოხმარებული წამლების 90 პროცენტი ინდოეთშია დამზადებული.

ახლო აღმოსავლეთი აშშ-ისთვის დაკარგულია. საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბეთის ემირატების პოზიცია გვიჩვენებს, რომ მკვეთრად ზრდიან რუსეთთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ირანის მთავრობამ ახლახან განაცხადა, რომ ოთხჯერ გაზრდის რუსეთისთვის ხილბოსტნეულის მიწოდებას და, თავის მხრივ, გაზრდის რუსეთში ნაწარმოები პროდუქციის შესყიდვას მდიდარი სპექტრით.

აფრიკა, ბრაზილია ამავე მიმართულებით განავითარებენ რუსეთთან ურთიერთობას.

ეს ყველაფერი კი მოწმობს, რომ აშშ-ევროპული მედიის ფართომასშტაბიანი პროპაგანდისტული ლაშქრობა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მოვლენების გამო სურვილის სფეროს არ სცილდება.

რაც ამერიკის ლიდერობის კოლაფსს ადასტურებს. ანალიტიკოსების აზრით, ლიდერი საზოგადოებრივ სიკეთეს ქმნის. პოზიტიურს რას აკეთებს სხვა ქვეყნებისთვის აშშ, საეჭვოა. შეუძლია კი ამ ვითარებაში აშშ-ს, შესთავაზოს სხვა ქვეყნებს რაიმე დადებითი მათ მისამხრობად?

ვერაფერს შესთავაზებს.

გარდა დოლარისა. ასე მიაჩნიათ, მაგრამ ამჯერად უკუპროცესი მიმდინარეობს _ მხოლოდ “სანქციების კომბალს” ფლობენ, ვიღაცას აგულიანებენ, ვიღაცას აშინებენ. ნეგატიური ზემოქმედება ერთადერთია, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ. სუბიექტის მიერ მხოლოდ მუქარის მეშვეობით მოკავშირეების მიმხრობა ლიდერობას არ ნიშნავს, _ ხაზგასმით მიგვითითებენ სპეციალისტები.

მოკლე ხნით, მცირე დროით _ კიდევ ჰო, მაგრამ არა უმეტეს. ეს კი ტერორისტის დამახასიათებელი თვისებაა.

შეიძლება განგსტერიც დავარქვათ.

მაგრამ უკრაინაში ამერიკას აღიქვამენ, როგორც სამხედრო ზესახელმწიფოს, რომელსაც ხელეწიფება სხვა ყველას გაცამტვერება. მაგრამ შტატები დღეს აღარ აღიქმება სამხედრო გიგანტად და იგივე “ჯაველინები”, რუსეთის შეიარაღებასთან შედარებით, “ბაზისზე მეტს ვერ ქაჩავს”.

“ჯაველინი” ხელწამოსაკრავი იარაღი რომ არ არის, ფაქტია. კარგი კომპლექსია, მაგრამ სწორედ რომ კომპლექსია კლასიკურ ბრძოლაში გამოსაყენებლად, რომელშიც ყველაფერი კომპიუტერებში დახატულის მიხედვით ვითარდება. რეალობა კი სხვაგვარია. “ჯაველინი” ვითარებას ვერც განსაზღვრავს და ვერც შეცვლის. ვითარების შემცვლელი დღევანდელ მსოფლიოში, თანაც დიდი ხანია, არის “კალაშნიკოვი”. სპეცების აზრით, სწორედ იგია ბრძოლის ველზე ვითარების ჩამომყალიბებელი მანქანა.

ამერიკის სამხედრო მანქანა არასოდეს ყოფილა შესანიშნავი, სამაგალითო და ძლიერი. გარკვეული მითები, საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა მას ასეთად წარმოგვისახავდა. წააგეს ომი ვიეტნამში და გადაიღეს ისეთი ფილმები, რომლებშიც ამერიკა იმარჯვებს. ავღანეთიდან გაიძურწნენ, მაგრამ სამარცხვინო გაქცევა უკვე ყველამ დაივიწყა.

შტატებმა თავიანთი არმია საბრძოლო მანქანიდან ტრანსგენდერების, ტრანსსექსუალების, მამათმავლების, ლესბოსელების ნაწილებიდან ააწყვეს, რომელიც ეშმაკმა უწყის, რა მიმართულებით ბრუნავს.

და იბრძვის თუ არა საერთოდ.

აშშ-ის სამხედრო მანქანა, _ ამტკიცებენ სპეცები, _ მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტია და ჰოლივუდის ნაწილი. კარგა ხანია, იგი აღარ შედგება “მწვანე ბერეტების”, “საზღვაო ქვეითებისა” და ა.შ. საბრძოლო ერთეულებისგან.

ამიტომაც ხდება მასობრივი განთესვა ამერიკის არმიიდან.

არადა, მსოფლიოს სამხედრო ხარჯის ნახევარი სწორედ ამ არმიაზე მოდის.

მაგრამ უგულებელყოფა იმის, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით აშშ-ის სამხედრო ძალები აღჭურვილია მოწინავე ტექნიკით, განსაკუთრებით სამხედრო-საზღვაო ფლოტი და ავიაცია, გამორიცხულია.

ამგვარად დანაწევრებულ-დაშლილ არმიას სხვის ომში ჩართვა რომ არა მარტო არ სურს, არამედ ძალიც არ შესწევს დახმარების, აღარავის უკვირს.

ეს უუნარობა თუ სურვილის უქონლობა კარგად გამოჩნდა 2008 წლის მოვლენების დროს საქართველოში და კიდევ ერთხელ დასტურდება უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის პროცესში: იარაღს უგზავნიან, ჯავშანჟილეტებს, სამხედრო ტექნიკასაც არ აკლებენ, მაგრამ არ იბრძვიან.

მთავარი მიზეზი პარიტეტია, რომელიც სამ არმიაში ჩამოყალიბდა: რუსეთის არმიაში, აშშ-ის არმიასა და ჩინეთის არმიებში. ჩინეთის არმია ყველაზე მრავალრიცხოვანია, რუსეთის არმია ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება და ყველაზე უკეთ დაფინანსებული ამერიკის არმიაა.

ხაზგასმულია, რომ ტექნიკური აღჭურვილობით ამერიკის არმია რუსეთისას, სულ ცოტა, 20 წლით ჩამორჩება. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, აშშ-ის არმიის ბიუჯეტი არ არის მებრძოლი არმიისთვის განკუთვნილი. ამ დოკუმენტში უმთავრესი სტატიებია სამხედრო პენსიები და სამხედრო მოსამსახურეების დაზღვევისთვის გამიზნული ხარჯები, რომლებიც მთლიანი სამხედრო ხარჯის, ფაქტობრივად, ნახევარია.

ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ, ვინც ისტორიას წერს, იგი განსაზღვრავს მომავალს.

ამასთან, თუ საბჭოთა ეპოქაში ვიტყოდით იმას, რაც თქვენ ეს-ესაა წაიკითხეთ, კომუნისტურ პროპაგანდად ჩაგითვლიდნენ, რადგან ვიყავით უცხონი, სხვა საზოგადოებრივი ფორმაციის წარმომადგენლები. მაგრამ ახლა ხომ ერთ პლატფორმაზე ვდგავართ? მაშასადამე, რასაც ვამტკიცებთ, ჭეშმარიტება ყოფილა, რადგან კომუნისტური პროპაგანდა არავის გახსენებია.

მაგრამ მაინც მონუსხული ვრჩებით.

ბოლოთქმის ნაცვლად

ამ ბოლოდროს უცხოეთის პრესაში ამოვიკითხე ასეთი მოსაზრება: “მალე ასპარეზზე გამოვა თაობა, რომელიც კვლავ დაფიქრდება მსოფლიოს ახლებურად მოწყობაზე. ამჟამად იდეები და ფული კი არ მართავს მსოფლიოს, არამედ ფანატიზმი. ეროვნული ფანატიზმი ისევე საშიშია, როგორც რელიგიური. ფანატიზმი გამოიყენებს იდეებს და მოიზიდავს ფულს, ამიტომ მისი დამარცხება ძალიან რთულია”.

მიმოხილვა მოამზადა ზურაბ სამხარაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here