Home ახალი ამბები გრიგორი კარასინი: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ

გრიგორი კარასინი: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამოვრიცხავთ

998

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. 

“ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რაც თბილისის ინიციატივით გაწყდა. უნდა გავითვალისწინოთ ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია. ქართულ მხარეს კონკრეტული შეთავაზებები გადავეცით, ავიაეკიპაჟის წევრებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. 2016 წელს გაცემული ვიზების რაოდენობა გაორმაგდა, 40 000 შეადგინა. წელს კიდევ გაიზრდება”, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

1 COMMENT

  1. ეს განცხადება ახალი არ არის!!!არ გამოვრიცხავთ! საქმეს არ შველის! სავიზო რაჟიმ უბრალო მოქალაქეებს გვტანჯავს და გვირტყამს როგორც ჯიბეზე,ასევე ნერვებზე! დავიტანჯე ამ ზაფხულს შვეიცარიის საელჩოს წინ პაპანაქება სიცხეში,ქუჩაში დგომით! თან გამოგზავნილ მოწვევაზე კიდე ამდენი უსაშველო პროცედურის გავლა,შიგ შეხვალ და ისევ ნერვებმოშლილი და შეურაცხყოფილი გამოდიხარ იქედან!!! ვინც იქ არის ნამყოფი,დამეთანხმება,რომ არაფერს ვაზვიადებ და არ ვტყუი!თუ აუქმებთ,დაგვაყენეთ საშველი და გააუქმეთ ეს სავიზო რეჟიმი,რომ მივხედოთ ჩვენს საქმეს ჩვენვე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here