Home ახალი ამბები საქართველო გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

1080
გონიოში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

 ბათუმში, გონიოს დასახლების ერთერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი, თვითმხილველებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ახალგაზრდას გულის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პაციენტი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here