Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანელმა კათოლიკეებმა მოიწონეს გერმანიაში მუსლიმური დღესასწაულების შემოღება

გერმანელმა კათოლიკეებმა მოიწონეს გერმანიაში მუსლიმური დღესასწაულების შემოღება

858
მუსლიმანები

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თომას მეზერის წინადადებას ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მუსლიმური დღესასწაულების შემოღებას მხარი დაუჭირა გერმანელი კათოლიკეების ცენტრალურმა კომიტეტმა, იუწყება Deutsche Welle.

“…იმ ადგილებში, რომელთა მოსახლეობას შორის დიდია მორწმუნე მუსლიმთა კონცენტრაცია, შეიძლება გაჩნდეს მუსლიმური დღესასწაული და ეს არ დაარღვევს ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციას”, _ განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას შტერნბერგმა”.

მან თქვა, რომ დღესასწაულის კალენდარი არც მუზეუმის ფასეულობაა, არც უქმე დღეების უბრალო ჩამონათვალი, არამედ ევროპული ტრადიციის სიმდიდრის ამსახველი ფაქტია.

გერმანელების უდიდესი უმრავლესობა ამ დღესასწაულების შემოღების წინააღმდეგია. ამას ადასტურებს გამოკითხვა, რომელიც გაზეთ “ბილდის” დაკვეთით ჩატარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გამოკითხულთა 70 პროცენტი გამოვიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here