Home ახალი ამბები მსოფლიო გარდაიცვალა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ჭიდაობის პირველი სკოლის დამაარსებელი, სახელგანთქმული მწვრთნელი დიმიტრი...

გარდაიცვალა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ჭიდაობის პირველი სკოლის დამაარსებელი, სახელგანთქმული მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი

391
გარდაიცვალა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ჭიდაობის პირველი სკოლის დამაარსებელი, სახელგანთქმული მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი

24 მაისს კრასნოიარსკში 87 წლისა გარდაიცვალა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ჭიდაობის პირველი სკოლის დამაარსებელი, სსრკის, რუსეთისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი.

დიმიტრი მინდიაშვილი 1933 წლის 4 ივნისს დაიბადა თბილისში. 1950-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. 1972-დან 2008 წლის ჩათვლით მონაწილეობდა ყველა ოლიმპიადაში (1984 წლის ოლიმპიადის გარდა, რომელსაც საბჭოთა ნაკრებმა ბოიკოტი გამოუცხადა).

დიმიტრი მინდიაშვილმა გაზარდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი, ოლიმპიური ჩემპიონები _ ივანე იარიგანი და საგიდ მურთაზალიევი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები _ ვიქტორ ალექსეევი და ვიქტორ ლებედევი. 2008 წელს მის მიერ დაარსებული ჭიდაობის სკოლა აკადემიად გადაკეთდა და მას მინდიაშვილის სახელი მიენიჭა.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here