Home ახალი ამბები მსოფლიო გარდაიცვალა კანფეტ “ჩიტის რძის” შემქმნელი

გარდაიცვალა კანფეტ “ჩიტის რძის” შემქმნელი

1722
ანა ჩულკოვა

ვლადივოსტოკში გარდაიცვალა ცნობილი კანფეტჩიტის რძისშემქმნელი კონდიტერი ანა ჩულკოვა.

საკონდიტრო წარმოების უმაღლესი კლასის ოსტატი, სოციალისტური შრომის გმირი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვლადივოსტოკის საპატიო მოქალაქე ანა ჩულკოვა დაიბადა 1934 წლის 22 თებერვალს რიაზანის ოლქის სოფელ ტეროდეიში. 1940 წელს მისი ოჯახი გადასახლების პროგრამაში მოყვა და შორეულ აღმოსავლეთში აღმოჩნდა. 16 წლის ანამ მუშაობა დაიწყო ვლადივოსტოკის საკონდიტრო ფაბრიკაში, რომელსაც 1994 წელს სახელი გადაარქვეს და “პრიმორსკი კონდიტერი” უწოდეს.

1967 წელს ვლადივოსტოკელმა კონდიტერებმა ჩულკოვას ხელმძღვანელობით შექმნეს საბჭოთა კავშირში ყველაზე წარმატებული კანფეტის _ “ჩიტის რძის” რეცეპტი და ქვეყანაში პირველებმა დანერგეს ამ კანფეტის საწარმოებელი მექანიზებული ტექნოლოგია. ამისთვის ჩულკოვა ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. კონდიტერები კი ვლადივოსტოკში ჩადიოდნენ, რათა ესწავლათ “ჩიტის რძის” დამზადება.

ანა ჩულკოვა ავტორია, აგრეთვე, ბევრისთვის საყვარელი შოკოლადიანი ვაფლის ტორტ “ოცნების”, კანფეტების _ “კომეტისა” და “მეტეორიტის”.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here