Home ახალი ამბები საქართველო გაჟღერდა გამაერთიანებელი სლოგანი – 9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა!

გაჟღერდა გამაერთიანებელი სლოგანი – 9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა!

196
გაჟღერდა გამაერთიანებელი სლოგანი - 9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა!

„9 მაისის გამარჯვება განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და მისი ხსოვნა ხელშეუხებელია; დაუშვებელია, ფაშიზმის წინააღმდეგ წარმოებული სამამულო და, იმავდროულად, საერთოსაკაცობრიო ომი, გავაიგივოთ სხვა ისტორიულ მოვლენებთან, ამოვიღოთ საბჭოთა კავშირში შემავალი ერების ერთიანობის კონტექსტიდან და ყალბად გაგებული, ფსევდოქართული ლოზუნგებით ჩავანაცვლოთ“ – ეს აზრი გასდევდა რეფრენად საცხრამაისოდ ჩატარებულ მრგვალ მაგიდას, რომელიც მოძრაობასაქართველოს უკვდავი ჯარის“ (ხელმძღვანელიგულბაათ რცხილაძე) ინიციატივით შედგა თბილისში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელი ტარას გაგნიძე, პუბლიცისტი დავით მხეიძე, მემარცხენე სოციალისტური მოძრაობის ლიდერი თემურ ფიფია, ჟურნალისტები ეკა ნასყიდაშვილი, შორენა გონგლაძე, ისტორიკოსი ვიქტორ ცაავა, „საქართველოს უკვდავი ჯარის“ დამფუძნებელი და წევრები – გულბაათ რცხილაძე, თეიმურაზ თოდრაძე, მიხეილ აფციაური და სხვები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ნეოლიბერალური შტურმი ეროვნულ ცნობიერებაზე, მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ერთა შორის მეგობრობის იდეალებზე, თავის თავში მოიცავს დიდი სამამულო ომის ხსოვნის, ამ ომის მნიშვნელობის დაკნინებას და ისტორიული ფაქტების დამახინჯებასაც. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ პერიოდულად მომსწრენი ვართ ახალი ინიციატივების, რომლებიც მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ისტორიული მეხსიერების გადაცემას მომავალ თაობებზე.

ამ კონტექსტშია განსახილველი საქართველოს ტერიტორიაზე წლობით მიგდებული დიდი სამამულო ომის მონაწილეთა საძმო სასაფლაოები, ძეგლები და მონუმენტები. სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან (მცირე გამონაკლისების გარდა, რომლებზეც გულბაათ რცხილაძემ გააკეთა მოხსენება), თითქმის არაფერი კეთდება ამ ობიექტების ჯეროვანი მოვლა-პატრონობისათვის.

შეხვედრაზე გაჟღერდა და მხარდაჭერილ იქნა საცხრამაისო სლოგანი – „9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა“, რომელიც მოწოდებულია ეროვნული ერთიანობისთვისა და ხალხთა შორის მეგობრობისათვის. დაიგეგმა საცხრამაისო ღონისძიებები, კერძოდ, ორგანიზატორებმა მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინეს ქართლის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში დიდი სამამულო ომის მონუმენტის რესტავრაციას, შეღებვასა და მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას. ასევე გადაწყდა, 9 მაისს ყვავილებით შეიმკოს საბჭოთა კავშირის გმირის, კონსტანტინე ლესელიძის ბიუსტი თბილისში, ცენტრში მდებარე ქუჩაზე, რომელსაც საქართველოს არაკეთილისმსურველებმა სახელი წაართვეს, მაგრამ ხალხი ამ ქუჩას მაინც „ლესელიძეს“ უწოდებს.

პორტალიდიდი სამამულო

https://www.didisamamulo.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here