Home ახალი ამბები საქართველო გაიტანეთ სტალინი!

გაიტანეთ სტალინი!

492

ელდ შენგელაიას კინოშედევრიცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიალეგორიული ფილმია. იგი საბჭოთა პერიოდში გადაღე, მაგრამ მასში ამ უზარმაზარი სახელმწიფოს უცილბელი ნგრევის მაუწყებელი საგანგაშო სიგნალები ისმის, თანაცყოველი მხრიდან. ფილმში დაზუსტებული არ არის, რა უწყებაა ის, რომელში მოქმედება ვითარდება, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ უწყებაში იხილავენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს .. მთავლიტია (მთავარი ლიტერატურული სამმართველო), სადაც ნაწარმოებს (მხატვრულს თუ არამხატვრულს) სახელმწიფო წნეხი უნდა გაევლო,  ოგორ  შეესაბამებოდა იგი საბჭოთა იდეოლოგიის სტანდარტებს. ანუ მოქმედება ვითარდება დაწესებულებაში, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენდა.

ცისფერი მთების“  ავტორებმა ჯერ კიდევ 1984 წელს (გორბაჩოვის მოსვლამდე ანუ ე.წ. “გარდაქმნის” დაწყებამდე) იწინასწარმეტყველეს საბჭოთა კავშირის ნგრევის გარდაუვალობა. ფილმს ლეიტმოტივად გასდევს ორი სიტყვა:გაიტანეთ გრენლანდია!”.  ეს არის ფილმის იმ პერსონაჟის აკვიატება, რომლის თავზეც (მის სამუშაო მაგიდასთან) კუნძულ გრენლანდიის უზარმაზარი პეიზაჟური ნახატია ჩამოკიდებული. შენობას უკვე სერიოზული და საგანგაშო ბზარები აქვს გაჩენილი, რომლის გამოც პერსონაჟს სულ უფრო და უფრო იპყრობს შიში იმისა, რომ მძიმე ჩარჩოში ჩასმული ნახატი ჩამოვარდება და მასაც მოიყოლებს.  “გაიტანეთ გრენლანდია!” – ეხვეწება იგი ყველას, ვისაც ეს საქმე, შესაძლებელია, ორგანიზაციულად ეხებოდეს, მაგრამ საკითხი ვერ გადაწყდა. აშკარაა, რომ გრენლანდია, რომელიც პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულია (თანაც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში), საბჭოთა კავშირის ალეგორიაა (ყველაზე დიდი კუნძული – ყველაზე დიდი სახელმწიფო). გაიტანეთ გრენლანდია!” ეს მოწოდება, რომელიც უამრავჯერ გაისმის ფილმში, პირდაპირ ტვინში ურტყამდა მაყურებელს და მის ცნობიერებაში ასე ტრანსფორმირდებოდა:

გაიტანეთ საბჭოთა კავშირი!

დატოვეთ საბჭოთა კავშირი!

გაერიდეთ საბჭოთა კავშირს!

გამოდით საბჭოთა კავშირიდან!

“ცისფერი მთების” გადაღებიდან ორმოცი წელიწადი გავიდა, თანაც არა დუნე და მოსაწყენი, არამედ ეპოქალური ძვრებითა და პოლიტიკური მიწისძვრებით აღსავსე წლები: დასავლეთის უბოროტესმა ძალებმა, რომლებიც მსოფლიო ბატონობისკენ დღმდე ისწრაფვიან, საბჭოთა კავშირი დაანგრიეს; ვარშავის პაქტი დაშალეს; მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშ გათელეს; მსოფლიო ქაოსი შექმნეს და პლანეტას ახალი გლობალური ომის მიმართულებით მიაქანებენ. ნირწამხდარი კაცობრიობა აქეთ-იქით უმწეო თვალებით იყურება და ხსნას ელოდება.

ერთადერთი, ვინც ყველაზე მძიმე განსაცდელის წინაშე დგომის პერიოდებში ადამიანებს ეიმედებათ, მაღალი ღმერთია, თუმცა ისტორიული გამოცდილებით ისიც იციან, რომ ღვთის წყალობას გარკვეული შინაგანი მზაობით, მონდომებითა და ძალისხმევით თუ არ დახვდნენ, შეიძლება მან ძალიან დიდი ხნით დაიგვიანოს ან სულაც არ მოვიდეს. ამის გამო ღმერთს ვერსად უჩივლებენ, ამიტომ ისინი მზერას ისტორიას მიაპყრობენ და რთული პერიოდების ანალოგიას იშველიებენ –  მსოფლიო მასშტაბის პრობლემებისგან თავის დაღწევისა და ჭეშმარიტად სატანურ ბოროტებაზე გამარჯვების მკაფიო მაგალითებს იხსენებენ. ამისთვის შორეული წარსულის ქექვაც არ სჭირდებათ, ყველაზე მკაფიო ნიმუშს რამდენიმე ათეული წლისწინანდელ ბატალიებში პოულობენ, როდესაც დასავლეთის წიაღში აღმოცენებულმა ფაშიზმმა კაცობრიობა ყოფნაარყოფნის დილემის წინაშე დააყენა. იმ უბედურებისგან ვინ იხსნა კაცობრიობა?  “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების!” –  გვმოძღვრავს რუსთაველი და ამ ფილოსოფიური აზრის სიღრმესა და ჭეშმარიტებაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ ისიც უდავოა, რომ სიკეთის მიერ ბოროტების დათრგუნვის ამ მარადიული ციკლის განხორციელება (უფლის ნებითა და დასტურით) გამორჩეულ ადამიანთა ხვედრი იყო და მათი ტიტანური შრომისა და ბრძოლის მეოხებით ხორციელდებოდა ყოველთვის. ამგვარ ადამიანებს ისტორიკოსები გმირებს უწოდებენ, ფილოსოფოსები – ზეკაცს, თეოლოგები და სასულიერო იერარქები კი –  წმინდანებს.

ფაშიზმზე გამარჯვების სასწაული, რომელიც ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით ყოვლად არარეალური იყო, თავისთავად ვერ მოხდებოდა, ამაში უმთავრესი და უპირველესი ბოროტების სიკეთით დათრგუნვის ღვთაებრივი მისტერია იქნებოდა უთუოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მისტერია ადამიანური გენიით, ძალისხმევითა და შესაძლებლობების რეალიზებით განხორციელდა. უზენაესის ნება ერთ კაცში ფოკუსირებული შინაგანი ძალისა და ენერგიის ამოფრქვევით გაცხადდა. განა ეს იმ ერთი კაცის გმირობაზე, ზეკაცობასა და წმინდანობაზე არ მეტყველებს?! სტალინია იმ კაცის სახელი. ხალხმა იგი გმირადაც შერაცხა და ზეკაცადაც. რაც შეეხება წმინდანობას, ეს ხალხის ნებით არ წყდება, ეს ეკლესიის საქმეა. ეკლესიას ჯერ კიდევ არ ძალუძს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან სტალინთან ახლო ისტორიულ დისტანციაზე ვიმყოფებით. დღეს ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც შეიძლება ახსოვდეს, რომ პაპამისი ან უფრო შორეული წინაპარი დავით აღმაშენებლის ზეობის ხანაში ძელზე გასვეს, ქუსლები დააჭრეს ან თვალები დასთხარეს, ვინაიდან ეს გაცილებით შორეული ისტორიაა, რომელიც ვიცით, მაგრამ არ გვტკივა. დრომ მოაშუშა ყველა იარა, დრო მალამოდ დაედო ყველა ჭრილობას, დარჩა მშრალი ფაქტები, რომლებიც არ უკავშირდება და აღარ იწვევს პირადულ ემოციებს. სტალინთან კი სხვა ვითარებაა. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებსაც სტალინის დროს დაუხვრიტეს მამა, ბიძა, ბაბუაამ ადამიანების ჭრილობა ჯერ არ  მოშუშებულ. მათი ტკივილი და ემოცია იწვევს სუბიექტურ მიდგომებსა და შეფასებებს, ამიტომ სტალინის წმინდანად შერაცხვა ჯერჯერობით უჭირს ეკლესიას, თუმცა მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მიუხედავად მისი ეპოქის სისხლიანობისა და ცრემლიანობისა, იგი კაცობრიობის მხსნელი მახვილია. სხვათა შორის, ჩემი ღრმა რწმენით, სტალინის ათეისტურ მსოფლმხედველობას თუ ღვთის მიმართ მის ფარულ რწმენას არსებითი მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს. იმაზე მეტი რწმენა ღმერთისა რა უნდა იყოს, თუკი კაცი ბოროტს აღუდგა და სიკეთეს ემსახურა?! ფაშიზმის დამარცხებასა და დედამიწის ერთ მეექვსედზე სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაზე მეტი სიკეთე რა უნდა ეკეთებინა ადამიანს?! ამ განუზომლად დიდი მასშტაბების სიკეთის კეთებისთვის შეირაცხება იგი წმინდანად. ამის მაუწყებელია ის რეალობა, რომელიც გვაქვს: სტალინი უკვე შევიდა ეკლესიაში. მართალია, არა როგორც კანონიზებული წმინდანი, არამედ როგორც ხატზე გამოსახული ისტორიული პიროვნება. მართალია ის, რომ ამ ხატზე გამოსახული სტალინი თავს იმდაბლებს ღვთის წინაშე, მაგრამ იგი არ განასახიერებს ბოროტ ძალას, პირიქით, იგი სასწაულმოქმედი წმინდანისგან კურთხევას იღებს, როგორც მესიის მახვილი, რომელმაც უფლის ნება უნდა აღასრულოს და ბოროტება დათრგუნოს. ეს აზრი დევს ამ ხატში, ამიტომ ყოვლად უსუსური და აბსოლუტურად მიუღებელია მისი შედარება დიოკლეტიანესთან, წმ. გიორგის მიერ განგმირულ გველეშაპთან, სხვა ისტორიულ ჯალათებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რაც ზემოთ უკვე ვთქვი: სტალინი შევიდა ეკლესიაში არა როგორც ღმერთთან მებრძოლი ბოროტება, არამედ, როგორც მესიის მახვილი.

სხვათა შორის, არსებობს არამხოლოდ ის ხატი (“წმინდა მატრონა აკურთხებს სტალინს“), რომელმაც ასე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოში, არამედ სხვა ხატიც, მათ შორის შარავანდედითაც. ხატმწერს არ აქვს უფლება, შარავანდედით შემოსოს პიროვნება, რომელიც ეკლესიის მიერ არ არის კანონიზებული, მაგრამ მე ფაქტზე მოგახსენებთ, რომელიც ჯიუტია, ამიტომ ვთქვი: მიუხედავად იმისა, რომ წმინდანად მისი შერაცხვა სამომავლო საქმეა, სტალინმა უკვე შეაღწია ეკლესიაში,  ამიტომ აქოთდა და აყროლდა დასავლეთისმეხუთე კოლონა“. მათთვის ხატი, რომელზე სტალინია გამოსახული, ისაა, რაცცისფერი მთებისპერსონაჟისთვისგრენლანდიაიყო, რომლის გასატანადაც ასე მონდომებით იბრძოდა, რათა  თავში არ დასცემოდა. ერთადერთი, რისი თავში დაცემისა ამათ ეშინიათ, სტალინია, ვინაიდან იგი წყვდიადში შეჭრილი სინათლის სხივია; მსოფლიოზე გამეფებულ ბოროტებაში აღმოცენებული სიკეთის მარცვალია; სიკვდილთან პირისპირ დარჩენილის გულში გაელვებული უკანასკნელი იმედია.

ის ფაქტი, რომ სტალინი ცეცხლითა და მახვილით უპირისპირდებოდა ბოროტებასა და უკეთურობას; ის ფაქტი, რომ მშრომელი ადამიანების ინტერესების დაცვის წმიდათაწმიდა საქმეში იგი სისასტიკესაც იჩენდა, არ მეტყველებს მისი პიროვნების საწინააღმდეგოდ, რადგან სისასტიკე იქ, სადაც იგი აუცილებელია, უფლის იარაღად არის მიჩნეული თვით წმინდა წერილებში –  სახარებასა და ბიბლიაში: რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალშითავისი ბრაზი. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყველა ხორციელს, და ბევრი იქნებიან უფლის დახოცილნი” (ესაია წინასწარმეტყველი – 66. 15-16).

“ცისფერი მთების” კომიკური, მაგრამ მის შიშში რაღაცით მართალი პერსონაჟი ვერ იხსნა “გრენლანდიის” გასატანად მის მიერ წარმოებულმა ბრძოლამ, “გრენლანდია” ჩამოვარდა და პერსონაჟი ქვეშ მოიყოლა. სტალინის ხატიც ისევე მოიყოლებს ბინძურთა და უკეთურთ, როგორცგრენლანდიამმოიყოლა ამისთვის წინასწარვე განწირული პერსონაჟი.

უწმინდური შევარდა ტაძარში და წმინდა მატრონას (სტალინის) ხატს საღებავი მიასხა. ,, ხატი გადაწერეთ, სტალინი წაშალეთ!’’ – ბრძანა საპატრიარქომ. რამდენიც უნდა იყვირონ ბოროტების მოციქულებმა, რამდენიც უნდა გადაწერონ და გადმოწერონ, სტალინის ხატს ვერ გაიტანენ, რადგან იგი, სამების საკათედრო ტაძარში კი არა, უპირველეს ყოვლისა, ხალხის გულებშია დაბრძანებული და დავანებული.

ვალერი კვარაცხელია

                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here