Home ახალი ამბები მსოფლიო გაეროში გამოსვლისას ტრამპმა ახალი ქვეყანა “გამოიგონა”

გაეროში გამოსვლისას ტრამპმა ახალი ქვეყანა “გამოიგონა”

1149
ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც გაეროში აფრიკული კონტინენტის სახელმწიფოების ლიდერების წინაშე გამოდიოდა, ახსენა არარსებული ქვეყანა ნამბია, _ იუწყება The Hill -ი.

“ნამბიის ჯანდაცვის სისტემა სულ უფრო თვითკმარი ხდება”, _ განაცხადა ამერიკის ლიდერმა აფრიკის ქვეყნებში ჯანდაცვის მდგომარეობის კომენტირებისას. თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებული პრეზიდენტის სიტყვაში შეცდომა გასწორებულია: ნამბიის, ზღაპრული ქვეყნის ნაცვლად, წერია ნამიბია.

უფრო ადრე, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ბრძოლა კაკაოს წინააღმდეგ (კაკაო აურია კოკაში _ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მცენარეში)

ამგვარი მარგალიტების სიუხვით ჯერჯერობით პირველ ადგილზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშია, უმცროსი ბუში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ციტატებისა და მწერლების (პოეტების) სახელების დამახინჯება-აღრევის ნომინაციაში ტოლს არავის უდებს, ხოლო უკრაინულად მეტყველებისას დაშვებული შეცდომებით ყველას უსწრებს. რადას ერთ-ერთი დეპუტატმა განაცხადა, სააკაშვილის მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ორიანს არ მოვაშორებდიო.

ეგ _ არაფერი! სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა დამახინჯებული ინგლისურიაო.

რომელსაც ჩვენი ყინჩი პოლიტიკოსები საუკეთესოდ ფლობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here