Home სხვადასხვა დაიჯესტი გაეროს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო

გაეროს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო

723
გაერო

მიუხედავად იმისა, რომ ამ პაქტზე უარი განაცხადა ევროკავშირის თითქმის ყველა წამყვანმა სახელმწიფომ

19 დეკემბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაეროს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო.

აღნიშნულ პაქტს იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს და ამ სფეროში მხოლოდ გლობალური თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებს იძლევა. მისი მიღების ინიციატორია ევროკავშირის სტრუქტურები.

აღსანიშნავია, რომ ბელგიამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ავსტრიამ, ისრაელმა, იტალიამ და შვეიცარიამ გადაწყვიტეს, მონაწილეობა არ მიეღოთ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტის კონფერენციაში, ხოლო აშშ აღნიშნული პაქტის განხილვებიდან 2017 წელს გამოვიდა.

გასაოცარია, თუ ამ ე.წ. მიგრაციის გლობალურ პაქტზე უარს ამბობენ ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის იტალია, შვეიცარია, ბელგია ჩეხეთი და ა.შ., მაშ, ვისთვის შეიმუშავეს ეს დოკუმენტი _ საფრანგეთისა და გერმანიისთვის თუ ისეთ ქვეყნებზე ზემოქმედებისთვის, როგორიც არის საქართველო?

შეგახსენებთ, რომ, გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დღეის მდგომარეობით 68 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here