Home ახალი ამბები მსოფლიო გაერთიანებულ არაბულ საამიროებში აღშფოთდნენ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების შენობებზე ლგბტ...

გაერთიანებულ არაბულ საამიროებში აღშფოთდნენ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების შენობებზე ლგბტ დროშების გამოფენის გამო

85

გაერთიანებულ არაბულ საამიროებში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს მოსახლეობის მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს დიპლომატიური მისიების შენობებზე ლგბტ დროშების გამოფენის გამო.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გადაწყვიტეს, ლგბტ პირების დროშები გამოეფინათ შენობებზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საელჩოებმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების სიმბოლო გამოფინეს რელიგიურ და კონსერვატიულ არაბულ მონარქიაში, სადაც ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება კანონით აკრძალულია.

გაერთიანებული არაბული საამიროების ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის განცხადებით, ეს დიდი უპატივცემულობაა ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოების მხრიდან გაერთიანებული არაბული საამიროების სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ: “როგორც ჩანს, იქ ზოგიერთი დიდი ბრიტანეთის იმპერიის დროშია ჩარჩენილი”.

new-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here