Home ახალი ამბები ბურჯანაძე: ივანიშვილს აშშ-ის გარკვეული სტრუქტურები კატეგორიულად სთხოვენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა დააყენოს

ბურჯანაძე: ივანიშვილს აშშ-ის გარკვეული სტრუქტურები კატეგორიულად სთხოვენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა დააყენოს

3654
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს აშშ-დან კატეგორიულად სთხოვენ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

ამის შსახებ ბურჯანაძემ “პალიტრანიუსთან” განაცხადა.

მე შემთხვევით არ მიმაჩნია ის რომ დაიწყო ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატობასთან დაკავშირებით, რადგან ამან ძალიან ნათლად აჩვენა, მმართველი გუნდი ცოტა მაინც მოვიდა აზრზე და მიხვდა, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს და შეიძლება ძალიან გაუჭირდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მით უფრო თუ ოპოზიცია მოახერხებს იმას, რომ ერთიანი კანდიდატი დაასახელოს.

მეორეს მხრივ, არის მოარული ხმები, არც თუ უსაფუძვლო, იმასთან დაკავშირებით რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის გარკვეული სტრუქტურები სთხოვენ კატეგორიულად მან დააყენოს კანდიდატურა, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალური მმართველობა რომელიც ყველასთვის ნათელია და თვალში საცემია, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოზე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოზე საუბრობს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

1 COMMENT

  1. eh, kalbatono nino xom icit rashic aris sakme, da tkuilad saubars jobia eris gaertianeba da opoziciurad ganckobili chkviani adaminebis gaertianeba moaxerxot tkvenc da matac visac kidev aiteresebs sakartvelos cinsvla da gadzliereba!!!!
    amitom gons modit kvela da tu martla kveknistvis sikete gindat jer tkven shejerdit da dasaxet gzebi ertad da mere xalxi shemoikribet da isic gamogkvebat,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here